https://sputnik-georgia.com/20211214/nikoloz-qajaia-sabavsvo-evrovizia-2021-ze-meore-nomrad-wardgeba-262858408.html
ნიკოლოზ ქაჯაია „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეორე ნომრად წარდგება
ნიკოლოზ ქაჯაია „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეორე ნომრად წარდგება
Sputnik საქართველო
დღეს ნიკოლოზი პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე პირველად გაივლის რეპეტიციას. 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T19:11+0400
2021-12-14T19:11+0400
2021-12-14T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262854803_0:0:1383:779_1920x0_80_0_0_e0e6c165017b5a0ab7104d1e5688d817.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ქაჯაია მეორე ნომრად წარდგება, იუწყება საერთაშორისო ვოკალური კონკურსის ვებ-გვერდი.10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია ადგილობრივი საბავშვო ვოკალური კონკურსი „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებულია, ის შეასრულებს სიმღერას Let's Count The Smiles („მოდი დავითვალოთ ღიმილები“).„საბავშვო ევროვიზია 2021“, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე გაიმართება. შარშანდელ კონკურსზე გამარჯვება სწორედ საფრანგეთის წარმომადგენელმა ვალენტინამ მოიპოვა (სიმღერა J’imagine). ტრადიციულად, „პირველი არხი“ საფრანგეთიდან პირდაპირ ტრანსლაციას წაიყვანს.19 დეკემბერს კონკურსს გერმანია გახსნის. ნიკოლოზ ქაჯაია პარიზში La Seine Musicale-ის სცენაზე დღეს პირველ რეპეტიციას გაივლის.„საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა 17 დეკემბრის 23:00 საათზე დაიწყება პორტალზე junioreurovision.tv.ხმის მიცემის პროცესი დასრულდება 19 დეკემბერს, ფინალის პირდაპირი ეთერის დაწყებამდე და განახლდება 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთმა მომხმარებელმა უნდა მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს. მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური.ზედიზედ მეოთხე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.ნიკოლოზ ქაჯაია10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია უკვე რამდენიმე წელია მუსიკითა და ვოკალით არის გატაცებული. 2020 წელს ის ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განყოფილებაზე. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ქანდაკებითა და მხატვრობით. „რანინამდე“ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო შოუში და კონცერტში.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) გახდა. შარშან საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You are not alone მეექვსე ადგილზე გავიდა.
https://sputnik-georgia.com/20211212/----2021-------262793908.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262854803_207:0:1264:793_1920x0_80_0_0_86dd7234c77d4b85b9a2cf86a0fa566c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ნიკოლოზ ქაჯაია „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეორე ნომრად წარდგება
19:11 14.12.2021 (განახლებულია: 23:00 14.12.2021) დღეს ნიკოლოზი პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე პირველად გაივლის რეპეტიციას.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ქაჯაია მეორე ნომრად წარდგება, იუწყება საერთაშორისო ვოკალური კონკურსის
ვებ-გვერდი.
10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია ადგილობრივი საბავშვო ვოკალური კონკურსი „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებულია, ის შეასრულებს სიმღერას Let's Count The Smiles („მოდი დავითვალოთ ღიმილები“).
„საბავშვო ევროვიზია 2021“, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე გაიმართება. შარშანდელ კონკურსზე გამარჯვება სწორედ საფრანგეთის წარმომადგენელმა ვალენტინამ მოიპოვა (სიმღერა J’imagine). ტრადიციულად, „პირველი არხი“ საფრანგეთიდან პირდაპირ ტრანსლაციას წაიყვანს.
19 დეკემბერს კონკურსს გერმანია გახსნის. ნიკოლოზ ქაჯაია პარიზში La Seine Musicale-ის სცენაზე დღეს პირველ რეპეტიციას გაივლის.
„საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა 17 დეკემბრის 23:00 საათზე დაიწყება პორტალზე
junioreurovision.tv.
ხმის მიცემის პროცესი დასრულდება 19 დეკემბერს, ფინალის პირდაპირი ეთერის დაწყებამდე და განახლდება 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთმა მომხმარებელმა უნდა მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს. მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური.
ზედიზედ მეოთხე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.
10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია უკვე რამდენიმე წელია მუსიკითა და ვოკალით არის გატაცებული. 2020 წელს ის ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განყოფილებაზე. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ქანდაკებითა და მხატვრობით. „რანინამდე“ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო შოუში და კონცერტში.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) გახდა. შარშან საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You are not alone მეექვსე ადგილზე გავიდა.