https://sputnik-georgia.com/20211212/----2021-------262793908.html
„საბავშვო ევროვიზია - 2021“: კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის თარიღი და წესი
„საბავშვო ევროვიზია - 2021“: კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის თარიღი და წესი
Sputnik საქართველო
მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური. 12.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-12T13:30+0400
2021-12-12T13:30+0400
2021-12-12T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23824/52/238245202_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_472eecee225a206b445a60f16e84c1cf.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყება 17 დეკემბერს, 23:00 საათზე, პორტალ junioreurovision.tv-ზე, იუწყება საერთაშორისო ვოკალური კონკურსის ვებგვერდი.„საბავშვო ევროვიზია 2021“, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე გაიმართება. ეს უფლება საფრანგეთმა მოიპოვა შარშანდელ კონკურსზე თავისი წარმომადგენლის, ვალენტინას გამარჯვების შემდეგ (სიმღერა J’imagine). ტრადიციულად, „პირველი არხი“ პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან წაიყვანს.ხმის მიცემის პროცესი დასრულდება 19 დეკემბერს, ფინალის პირდაპირი ეთერის დაწყებამდე და განახლდება 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთმა მომხმარებელმა უნდა მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს. ამრიგად, მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური.საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2021“ საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული, 10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია წარადგენს. ის შეასრულებს სიმღერას Let's Count The Smiles („მოდი დავითვალოთ ღიმილები“).ზედიზედ მეოთხე წელია, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.ნიკოლოზ ქაჯაია10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია მუსიკითა და ვოკალით ადრეული ასაკიდან არის გატაცებული. 2020 წელს ის ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განყოფილებაში. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ქანდაკებითა და მხატვრობით. „რანინამდე“ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო შოუში და კონცერტში.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) იყო. შარშან საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You are not alone მეექვსე ადგილზე გავიდა.
https://sputnik-georgia.com/20211114/gamovlinda-sabavsvo-evrovizia-2021-is-qartveli-monawile-262052018.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23824/52/238245202_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_e4d50b68e6f775f7f350de3c76218cdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
„საბავშვო ევროვიზია - 2021“: კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის თარიღი და წესი
მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყება 17 დეკემბერს, 23:00 საათზე, პორტალ
junioreurovision.tv-ზე, იუწყება საერთაშორისო ვოკალური კონკურსის ვებგვერდი.
„საბავშვო ევროვიზია 2021“, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე გაიმართება. ეს უფლება საფრანგეთმა მოიპოვა შარშანდელ კონკურსზე თავისი წარმომადგენლის, ვალენტინას გამარჯვების შემდეგ (სიმღერა J’imagine). ტრადიციულად, „პირველი არხი“ პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან წაიყვანს.
ხმის მიცემის პროცესი დასრულდება 19 დეკემბერს, ფინალის პირდაპირი ეთერის დაწყებამდე და განახლდება 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთმა მომხმარებელმა უნდა მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს. ამრიგად, მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური.
საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2021“ საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული, 10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია წარადგენს. ის შეასრულებს სიმღერას Let's Count The Smiles („მოდი დავითვალოთ ღიმილები“).
ზედიზედ მეოთხე წელია, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.
10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია მუსიკითა და ვოკალით ადრეული ასაკიდან არის გატაცებული. 2020 წელს ის ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განყოფილებაში. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ქანდაკებითა და მხატვრობით. „რანინამდე“ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო შოუში და კონცერტში.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) იყო. შარშან საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You are not alone მეექვსე ადგილზე გავიდა.