გამოვლინდა „საბავშვო ევროვიზია-2021“-ის ქართველი მონაწილე

© Ranina - 1 TVნიკოლოზ ქაჯაია
ნიკოლოზ ქაჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
„საბავშვო ევროვიზია 2021“, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს პარიზში გაიმართება.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული გახდა 10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია და, წესების მიხედვით, ის წარადგენს საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2021“ პარიზში.
ზედიზედ მეოთხე წელია, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.
„საბავშვო ევროვიზია 2021“, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე გაიმართება. ტრადიციულად, „პირველი არხი“ პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან წაიყვანს.

ნიკოლოზ ქაჯაია

შოუ „რანინას" ფინალში ნიკოლოზთან ერთად გამარჯვებისთვის ბარბარე მახათაძე და გეგა შონია იბრძოდნენ. ისინი, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.
10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია მუსიკითა და ვოკალით ადრეული ასაკიდან არის გატაცებული. 2020 წელს ის ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განყოფილებაში. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ქანდაკებითა და მხატვრობით. „რანინამდე“ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო შოუში და კონცერტში.
პარიზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ცნობილი გახდა „საბავშვო ევროვიზია-2021“-ის ჩატარების ადგილი და თარიღი
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) იყო. შარშან საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You are not alone მეექვსე ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0