ცნობილი გახდა „საბავშვო ევროვიზია-2021“-ის ჩატარების ადგილი და თარიღი

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
2020 წელს საერთაშორისო კონკურს „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა ტრონელი გახდა.

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. „საბავშვო ევროვიზია“ პარიზში დეკემბერში გაიმართება, იუწყება ევროპის სამაუწყებლო კავშირის - კონკურსის ორგანიზატორების პრესსამსახური. ამის შესახებ წერს РИА Новости.

კონკურსი 19 დეკემბერს „მუსიკალური სენას“ ფილარმონიის სცენაზე ჩატარდება, მისი ტრანსლაცია ქვეყნის ოფიციალური ტელეარხით, France-ით გაიმართება, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სამაუწყებლო კავშირის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო რიგით მე-18 „საბავშვო ევროვიზია - 2020“-ის ფინალი პოლონეთში ტელეხიდის ფორმატში გაიმართა. საერთაშორისო კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა ვალენტინა ტრონელმა გაიმარჯვა.

საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You are not alone მეექვსე ადგილზე გავიდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) იყო.

ყველა ახალი ამბავი
0