ვის მოენატრა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ქართული თოვლის პაპა?

© courtesy of Nino Karkarashviliნინო ყარყარაშვილი
ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
როგორც ყველას, ახალი წელი ბავშობაში მასაც უყვარდა, საბჭოთა ბავშვობაგამოვლილს დღემდე ახსოვს ძველი ნაძვის ხე და პაპიე-მაშესგან გაკეთებული „ძედ მოროზი"...
ნინო ყარყარაშვილმა მეთოჯინეობა უკვე „ჩვენს დროში“ გადაწყვიტა. ამბობს, რომ თვითნასწავლია, თუმცა ეს საქმე კარგად გამოსდის. ამ საახალწლოდ სურვილი გაუჩნდა, რომ ქართული თოვლის პაპა გააკეთოს, რადგან ბაზარზე ძირითადად უცხოური სანტა-კლაუსებია. ნამუშევარი, ფაქტობრივად, მზად აქვს. სამომავლოდ თეთრ ჩოხაში გამოწყობილ მის თოვლის პაპას ალბათ შეძენის ბევრი მსურველი გამოუჩნდება.
© courtesy of Nino Karkarashviliნინო ყარყარაშვილი
ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ნინო ყარყარაშვილი
- ქალბატონო ნინო, თავიდან საკუთარ თავზე გვიამბეთ. ვიცი, რომ ჯერ ქიმიკოსობა დააპირეთ, შემდეგ ფსიქოლოგობა, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს გიმუშავიათ. სოციალურ ქსელებში კი როგორც მეთოჯინე გაგიცნეს...
- სხვათა შორის, ცოტ-ცოტა ჟურნალისტობაც ვცადე, ოფისშიც მიმუშავია, მაგრამ როცა ოჯახი შევქმენი, მას მერე ჩემი მთავარი სამსახური შვილები გახდა. საკუთარ თავს მეთოჯინეს ჯერ ვერ ვარქმევ, არ მაქვს იმდენი ნამუშევარი. სილამაზის შექმნა კი ყოველთვის მიყვარდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მეხუთე-მეექვსე კლასში დავიწყე ქსოვა, კერვა და გადაკეთება, რადგან არასდროს მომწონდა ტანსაცმელი იმ სახით, როგორიც მაღაზიებში იყიდებოდა. ძირითადად საკუთარ თავს ვუკერავდი, ხანდახან ახლობლებსაც. მიყვარდა ხატვა და ძერწვა, რადგან ეს ჩემთვის სიმშვიდის და დასვენების წყარო იყო. თუმცა სანამ შვილები პატარები იყვნენ, ყველაფრის გვერდით გადადება მომიწია.
© courtesy of Nino Karkarashviliნინო ყარყარაშვილის გაკეთებული თოჯინა
ნინო ყარყარაშვილის გაკეთებული თოჯინა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ნინო ყარყარაშვილის გაკეთებული თოჯინა
- თქვენი პირველი სათამაშოც შვილებს გაუკეთეთ?
- დიახ, ეს იყო დიდი და ფუმფულა კურდღელი. ჩემი პატარა ხულიგნები სტაცებდნენ ხოლმე ყურებში ხელს, დაატრიალებდნენ და ერთმანეთს ესროდნენ. ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, ხელნაკეთი თოჯინა სად ვნახე პირველად, მგონი, მეგობართან მოიტანეს სამსახურში პატარა გოგო--თოჯინა ქართული კაბით და ჩიხტიკოპით. ძალიან მომეწონა. ახლა ბევრგან იყიდება ასეთი თოჯინები, სერიულად აკეთებენ ერთნაირებს და ტურისტებზე ჰყიდიან, მაშინ კი ახალი იყო. მერე ინტერნეტში ჩავძვერი, სხვადასხვა ტექნიკა მოვსინჯე და ბოლოს მივხვდი, რომ პოლიმერული თიხა იყო „ჩემი". ასე გავხდი თვითნასწავლი მეთოჯინე.
© courtesy of Nino Karkarashviliავტორი ნინო ყარყარაშვილი
ავტორი ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ავტორი ნინო ყარყარაშვილი
- სანამ ჩვენთან პოლიმერული თიხა შემოვიდოდა, თოჯინებს რისგან აკეთებდით?
- პირველი თოჯინა ექვსი წლის წინ შევკერე და ჩემს მეგობარ ქეთის ვაჩუქე, რადგან მას ძალიან ჰგავდა. მახსოვს, ამის გამო ჩემი შვილი ქეთი გამებუტა. შემდეგ თოჯინისთვის თვითშრობადი თიხა გამოვიყენე, ცუდი არ არის, მაგრამ მაინც ის არ იყო, რაც მინდოდა. ბოლოს, როგორც იქნა, თბილისშიც შემოიტანეს ჯადოსნური მასალა – პოლიმერული თიხა, რომლითაც მუშაობა საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ის ადვილად მოგყვება და მისი საშუალებით ნებისმიერი ეფექტის მიღება შეიძლება.
© courtesy of Nino Karkarashviliავტორი ნინო ყარყარაშვილი
ავტორი ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ავტორი ნინო ყარყარაშვილი
- პროტოტოპები თუ ჰყავთ თქვენს თოჯინებს და ყველაზე მეტად რომელმა „გაგაწვალათ“?
- ვერ ვიტყვი, რომელიმე მათგანი კონკრეტული ცნობილი პერსონაჟი იყოს, თუმცა ყველა თოჯინა „ვიღაც" ნამდვილად არის თავისი ხასიათით, პროფესიით ან განწყობით. „გამაწვალას“ ვერცერთზე ვერ ვიტყვი, უფრო სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე ვწვალობ. სამომავლოდ ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ წინასწარ ვერ ვამბობ, არ ვიცი, რას შევძლებ და რას ვერა. გამოფენაში მონაწილეობა ჯერ არ მიმიღია, თუმცა კი შემომთავაზეს, იმედია, სანამ ჩატარდება, მოვასწრებ მომზადებას.
© courtesy of Nino Karkarashviliავტორი ნინო ყარყარაშვილი
ავტორი ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ავტორი ნინო ყარყარაშვილი
- თქვენ იმ მცირე მეთოჯინეთა შორის ხართ, ვინც ქართული თოვლის ბაბუა გააკეთა, ეს ბავშვობის და ძველი დროის გამოძახილია?
- ალბათ, ასეა... ჩემი ბაბუა ერთგვარად სწორედ ნოსტალგიის გამოხატვაა. ასეთი, ოღონდ ცოცხალი თოვლის ბაბუები ჩემს ბავშვობაში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმებიდან მახსოვს. ისინი ბავშვებში ისხდნენ, თეთრ წვერებში კეთილად იღიმებოდნენ და პატარებთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. ასეთი ფოტო მეც მაქვს სადღაც. ქართული თოვლის პაპას თოჯინა ჩემი ბოლო ნამუშევარია. ჯერ დაუსრულებელია, რადგან კიდევ აკლია რაღაც დეტალები და მალე შევავსებ. სიმართლე რომ ვთქვა, სადაც გაიხედავ, ყველგან სანტა-კლაუსებია და ეს მომბეზრდა, ამიტომ მომინდა ქართველი თოვლის პაპა გამეკეთებინა.
© courtesy of Nino Karkarashviliთოვლის ბაბუა, ავტორი ნინო ყარყარაშვილი
თოვლის ბაბუა, ავტორი ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
თოვლის ბაბუა, ავტორი ნინო ყარყარაშვილი
- რისგან შექმენით ის და რამდენი ხანი დაგჭირდათ?
- ჩემი თოჯინა სიმაღლეში 75 სანტიმეტრია. პოლიმერული თიხის გარდა სხვადასხვა მასალით ვისარგებლე. მაგალითად, სხეულისთვის მეტალის კარკასი და სინთეპონი გამოვიყენე, ასევე სხვადასხვა ქსოვილები, ტყავი, მეტალის ფურნიტურა, მერინოსის მატყლი, საღებავები. ბაბუას ნაბადი და სვანური ქუდიც ჩემი დამზადებულია ზუსტად იმ ტექნიკით, რითაც ნამდვილი ნაბადი და ქუდი მზადდება ხოლმე, განსხვავება ზომებშია. მოკლედ, ყველა დეტალს საკუთარი ხელით ვამზადებ. უფრო ღამით ვმუშაობ, დღისით ამისთვის ნაკლებად ვიცლი. ამიტომ საკმაოდ დიდხანს მიწევს მუშაობა, ალბათ ერთი თვე მოვუნდი.
© courtesy of Nino Karkarashviliავტორი ნინო ყარყარაშვილი
ავტორი ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ავტორი ნინო ყარყარაშვილი
- შეუძლებელია ჩვენში ბევრს არ მოუნდეს...
- კი, მწერენ ხოლმე შეკვეთებზე და სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ცოტა უკეთ ავაწყო ეს საქმე. ცოტა მიჭირს თოჯინებზე ფასის დადება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი „შვილიკოები" და ადვილად ვერ ველევი. მეორეც, თითოეულ მათგანში იმდენ რამეს ვდებ, რომ თავად მიღირს ძვირად და ფასის ხმამაღლა თქმა ცოტა მერიდება ხოლმე. როცა ისტერია, სახელად პანდემია დაიწყო, მაშინ მქონდა რაღაც შემოთავაზებები, არადა, სწორედ მაშინ გახდა დეფიციტი მასალა. თანაც მაშინ თბილისს გავერიდეთ, ცოტა წავიფერმერეთ და მით უმეტეს სოფელში რას ვიშოვიდი.
© courtesy of Nino Karkarashviliავტორი ნინო ყარყარაშვილი
ავტორი ნინო ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ავტორი ნინო ყარყარაშვილი
- მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში მაინც წინასაახალწლო განწყობაა, თქვენთვის რა მოგონებაა დაკავშირებული ამ პერიოდთან?
- ახალი წელი ბავშობაში ძალიან მიყვარდა, ზღაპარივით მახსოვს ის ძველი ნაძვის ხე და პაპიე-მაშესგან გაკეთებული „ძედ მოროზი". რა ვქნა, საბჭოთა ბავშვობა მაქვს გამოვლილი და მაშინ სხვანაირები არ იყიდებოდა. მახსოვს, რომ ჩემი ბაბუა სანადირო თოფში საფანტის მაგივრად ფერად-ფერად ქაღალდებს ჩატენიდა და მე და ჩემს ძმას რიგ-რიგობით გვასროლინებდა. როცა ღამით ფითქინა თოვლზე იბნეოდა ეს ფერადი ნაკუწები, გაგეცინებათ და, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ლამაზი ფეიერვერკი. მერე იწყებოდა მეზობლების მისვლა-მოსვლა, მეკვლეობა, სიცილი, მხიარულება, სითბო და სიყვარული. ახლა ჩემს შვილებსაც მინდა, რომ იგივე განწყობა ჰქონდეთ, მაგრამ ისეთი მაინც არ გამოდის, რადგან უკვე დროც შეიცვალა და დამოკიდებულებებიც...
ყველა ახალი ამბავი
0