Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

49 გარდაცვლილი: როგორია ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / NEWSGEORGIA_3კორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.988-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 894.801-ს მიაღწია.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.988 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.699 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 658, შიდა ქართლი – 312, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 301, აჭარა – 239, ქვემო ქართლი – 215, კახეთი – 170, გურია – 158, მცხეთა-მთიანეთი – 131, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.722 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 840.985-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 49 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.826-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 40.964 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.999 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.360, იმერეთში – 1.273, აჭარაში – 511.
პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 14 დეკემბერი
1.479 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 323 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 38, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.151 ადამიანი, მათ შორის 736 – თბილისში, 265 – აჭარაში. 33.814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათგან თბილისში – 32, აჭარაში – ორი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.926 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.988-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 894.801-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0