Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 14 დეკემბერი

© photo: Sputnikპანდემია
პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 840.985 ადამიანი; ჩატარებულია 2.324.131 აცრა, ერთ დღეში აცრილია 10.948 ადამიანი.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.988-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 894.801-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 840.985 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.722), გარდაიცვალა – 12.826 (ბოლო 24 საათში – 49). კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.999 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.151 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 53.255 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37.264, PCR–ტესტით – 15.991.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%.
სულ ჩატარებულია 2.324.131 აცრა, ერთ დღეში აცრილია 10.948 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0