არა მარტო პარკინსონი: რა დაავადებებზე მეტყველებს ხელების კანკალი

© Pixabay / andreas160578ხელები
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხელების კანკალი, ანუ ტრემორი პარკინსონის დაავადების სიმპტომად მიიჩნევა, თუმცა ის ასევე შეიძლება სხვა პათოლოგიებზეც მეტყველებდეს, აცხადებენ ექიმები.
ამასთან აღინიშნება, რომ პარკინსონის დროს ტრემორს თან ახლავს: ყნოსვის დაქვეითება, ძილის პრობლემები, მეხსიერების გაუარესება, კუჭის მოქმედების პრობლემები, ძლიერი ოფლიანობა, დაღლილობის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნებები, შფოთვა და დეპრესია.
ფეხშიშველი ადამიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პარკინსონის დაავადება: ადრეული ნიშნები ტერფებსა და ფეხის თითებზე
ექიმების თქმით, ხელების კანკალი შეიძლება განვითარდეს ნერვიულობა–აღელვებისას, სიცივის დროს, ფიზიკური თუ გონებრივი გადაღლისას. თუმცა ასეთ შემთხვევებში ტრემორი მალევე ქრება – დასვენების, ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე (ყავა, მაგარი ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ალკოჰოლი, თამბაქო) უარის თქმის შემდეგ. ამისათვის ორი-სამი დღეა საკმარისი.
ხოლო თუ ადამიანს ხელების კანკალი არ უჩერდება, ამასთან ამას თან ახლავს სხვა სერიოზული სიმპტომებიც – ყურადღების გაფანტვა, თავბრუსხვევა (გულყრა), სიარულის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში კუნთების მოდუნება, მეტყველების დარღვევა, არტერიული წნევის ცვლილებები, მან აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.
დაკვირვება თავის ტვინზე  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
ჩნდება ერთი საათით ადრე: თავის ტვინის ინფარქტის წინმსწრები ნიშნები
საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში ხელების კანკალი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ადამიანს აღენიშნება:
თირეოტოქსიკოზი — ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია;
ჰიპოგლიკემია — სისხლში შაქრის დონის დაწევა 3,5 მმოლი/ლ-ზე დაბლა;
ნერვული სისტემის დაავადებები (სიმსივნე, მენინგიტი, ენცეფალიტი);
წამლების გადაჭარბებული მოხმარება (მაგალითად, ბრონქიალური ასთმის დროს).
გაუჩერებელი ტრემორის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნევროლოგს ან თერაპევტს. პაციენტის გასინჯვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტმა უნდა დანიშნოს ფართო გამოკვლევა:
ელექტროენცეფალოგრამა;
ფუნქციური სინჯები;
სისხლის, შარდის ანალიზები და ელექტროკარდიოგრაფია.
ყველა ახალი ამბავი
0