მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა გაიმართება

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyსაახალწლო ბაზრობა
საახალწლო ბაზრობა  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
ღონისძიების სტუმრებს საახალწლო თემატიკა და სასიამოვნო მუსიკა ელოდება.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში უქმეებზე, 18 და 19 დეკემბერს ხელნაკეთი ნივთების საახალწლო ბაზრობა გაიმართება.
ორგანიზატორები მსურველებს ეპატიჟებიან გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე გაიმართება. კასრებში იქნება დანთებული ცეცხლი, სადაც ყველა სტუმარს შეუძლია გათბეს.
შემოქმედებითი ცენტრი Fabrika  - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
თბილისში დეკემბრის ბოლოს საშობაო ბაზრობა გაიმართება
„ყველაზე საახალწლო გარემოში უამრავ საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ. გამოფენაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ თემატური, საახალწლო პროდუქცია“, – ნათქვამია ღონისძიების Facebook-ანონსში.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს DJ. ბაზრობაში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე info@park.ge.
ყველა ახალი ამბავი
0