თბილისში დეკემბრის ბოლოს საშობაო ბაზრობა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliშემოქმედებითი ცენტრი Fabrika
შემოქმედებითი ცენტრი Fabrika  - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, საახალწლო დეკორაციები, საჩუქრები და სუვენირები.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საშობაო ბაზრობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული ბრენდები და სტარტაპები, დედაქალაქის მრავალფუნქციურ არტ-ცენტრ Fabrika-ში 25 და 26 დეკემბერს გაიმართება.
„ფაბრიკაში“ საშობაო ბაზრობა ბრუნდება! 25-26 დეკემბერს ნაცნობი თუ ახალი ბრენდები და სტარტაპები ორი დღით „ფაბრიკის“ რეზიდენტები გახდებიან და სტუმრებს თავიანთ საქმიანობასა და პროდუქტს გააცნობენ", – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
თბილისი ახალი წლის დღეებში - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
მატარებელი საჩუქრებითა და ახალი სათამაშოები: როგორ შეიცვლება თბილისი საახალწლოდ
გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ხელნაკეთი ნივთების, საახალწლო დეკორაციების, საჩუქრებისა და სუვენირების ნახვა და ყიდვა.
ვისაც სურს, რომ პროექტის მონაწილე გახდეს, უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე. ბაზრობა ღია იქნება 12:00-დან 19:30 საათამდე. დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0