https://sputnik-georgia.com/20211117/matarebeli-sacuqrebita-da-axali-satamasoebi-rogor-seicvleba-tbilisi-saaxalwlod-262162594.html
მატარებელი საჩუქრებითა და ახალი სათამაშოები: როგორ შეიცვლება თბილისი საახალწლოდ
მატარებელი საჩუქრებითა და ახალი სათამაშოები: როგორ შეიცვლება თბილისი საახალწლოდ
Sputnik საქართველო
თბილისის მერია საახალწლო მატარებელსა და დეკორაციებში 100 ათას ლარზე მეტს დახარჯავს 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T19:39+0400
2021-11-17T19:39+0400
2021-11-17T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/66/243676644_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d30704e3a8c7754a1e0bd3ce3c299f78.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერიამ საახალწლოდ დეკორატიული საახალწლო მატარებლისა და ახალი საახალწლო სათამაშოების შეძენა გადაწყვიტა, შესაბამის ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „ღამის შოუ სტუდიამ“, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანია „თბილსერვისჯგუფს“ 105,8 ათას ლარად გადასცემს.„ღამის შოუს სტუდიის“ წინადადება იყო ერთადერთი აღნიშნულ ტენდერზე, რომელიც 3 ნოემბერს გამოცხადდა.დეკორატიული მატარებელს ექნება ერთი ღია ვაგონი, სადაც იქნება განლაგებული სათამაშოები.რაც შეეხება საახალწლო სათამაშოებს, ისინი სხვადასხვა ტიპის იქნება - მანათობელი სანთლები, ანგელოზები, თოვლის ბაბუები. მერია აღნიშნულ პროდუქციას 10 დეკემბრამდე მიიღებს.გარდა ამისა, თბილისის მერია ნაძვის ხის საახალწლო განათებისა და სათამაშოების შეძენას, ასევე ნაძვის ხის რესტავრაციას აპირებს.ამისთვის მერია მზადაა 100 ათასი ლარი დახარჯოს. ტენდერებში გამარჯვებულები ჯერ არ გამოვლენილა.
https://sputnik-georgia.com/20211117/tbilisshi-saaxalwlo-dekoraciebs-ganaaxleben-262141380.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/66/243676644_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_02c28a6f6278d9014181835c79c36018.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
მატარებელი საჩუქრებითა და ახალი სათამაშოები: როგორ შეიცვლება თბილისი საახალწლოდ
19:39 17.11.2021 (განახლებულია: 23:25 17.11.2021) თბილისის მერია საახალწლო მატარებელსა და დეკორაციებში 100 ათას ლარზე მეტს დახარჯავს
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერიამ საახალწლოდ დეკორატიული საახალწლო მატარებლისა და ახალი საახალწლო სათამაშოების შეძენა გადაწყვიტა, შესაბამის
ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.
ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „ღამის შოუ სტუდიამ“, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანია „თბილსერვისჯგუფს“ 105,8 ათას ლარად გადასცემს.
„ღამის შოუს სტუდიის“ წინადადება იყო ერთადერთი აღნიშნულ ტენდერზე, რომელიც 3 ნოემბერს გამოცხადდა.
დეკორატიული მატარებელს ექნება ერთი ღია ვაგონი, სადაც იქნება განლაგებული სათამაშოები.
რაც შეეხება საახალწლო სათამაშოებს, ისინი სხვადასხვა ტიპის იქნება - მანათობელი სანთლები, ანგელოზები, თოვლის ბაბუები. მერია აღნიშნულ პროდუქციას 10 დეკემბრამდე მიიღებს.
გარდა ამისა, თბილისის მერია ნაძვის ხის საახალწლო განათებისა და სათამაშოების შეძენას, ასევე ნაძვის ხის რესტავრაციას აპირებს.
ამისთვის მერია მზადაა 100 ათასი ლარი დახარჯოს. ტენდერებში გამარჯვებულები ჯერ არ გამოვლენილა.