https://sputnik-georgia.com/20211117/tbilisshi-saaxalwlo-dekoraciebs-ganaaxleben-262141380.html
თბილისში საახალწლო დეკორაციებს განაახლებენ
თბილისში საახალწლო დეკორაციებს განაახლებენ
Sputnik საქართველო
თბილისში ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო – ქალაქის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები გაჩნდა. 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T12:52+0400
2021-11-17T12:52+0400
2021-11-17T17:27+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/15/243611599_0:36:1600:936_1920x0_80_0_0_1e6b0087addb870790bda46e117b7113.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.სამივე ტენდერის ჯამური ღირებულება 207.000 ლარია. ორი ტენდერი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი – საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ითვალისწინებს.დედაქალაქის მერმა უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია მთავარი ნაძვის ხის განახლების თაობაზე. მისი თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლებას ან შეცვლას არ ითვალისწინებს. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც 25 მეტრის სიმაღლისაა, მერიამ 2019 წელს 304,8 ათას ევროდ შეიძინა. შარშან მანათობელ კონსტრუქციებსა და სხვადასხვა აქსესუარებზე კი 525 ათასი ევრო დახარჯა.ტრადიციულად, მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების ანთება საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ხდება.გასულ წელს ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მოსართავად მერიამ 2,8 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხები დაიხარჯა განათებებზე, დეკორაციასა და მთავარ ნაძვის ხეზე.
https://sputnik-georgia.com/20211109/tbilisshi-saaxalwlo-iluminaciebi-gamochnda-261906028.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/15/243611599_154:0:1447:970_1920x0_80_0_0_18f78e1cb4ea68ccd158ab9e6c597c10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
თბილისში საახალწლო დეკორაციებს განაახლებენ
12:52 17.11.2021 (განახლებულია: 17:27 17.11.2021) თბილისში ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო – ქალაქის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები გაჩნდა.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
სამივე ტენდერის ჯამური ღირებულება 207.000 ლარია. ორი ტენდერი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი – საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ითვალისწინებს.
„ახალი წლის დღეებში თბილისი იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, მოწესრიგებული და განათებული, რაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ თბილისელებს, არამედ დედაქალაქის სტუმრებსაც საახალწლო ამაღლებულ განწყობას შეუქმნის“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია მთავარი ნაძვის ხის განახლების თაობაზე. მისი თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლებას ან შეცვლას არ ითვალისწინებს.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც 25 მეტრის სიმაღლისაა, მერიამ 2019 წელს 304,8 ათას ევროდ შეიძინა. შარშან მანათობელ კონსტრუქციებსა და სხვადასხვა აქსესუარებზე კი 525 ათასი ევრო დახარჯა.
ტრადიციულად, მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების ანთება საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ხდება.
გასულ წელს ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მოსართავად მერიამ 2,8 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხები დაიხარჯა განათებებზე, დეკორაციასა და მთავარ ნაძვის ხეზე.