საქართველოში კრიმინალი კვლავ იკლებსს: შსს-ს ახალი სტატისტიკა

© Sputnik / Goga Vardzieliაბანოთუბანში
აბანოთუბანში - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2021
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით 13,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 33,2%.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 1,02%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
2021 წლის ათ თვეში დაფიქსირებულია 48,1 ათასზე მეტი დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 47,3%.
ამასთან მხოლოდ სექტემბერში ჩადენილია 4,7 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

დანაშაულის ტოპ-ხუთეული

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით 13,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 33,2%.
ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
აფერა მილიონობით ლარზე: საქართველოში კიდევ ერთი თაღლითური სქემა გამოავლინეს
წლის დასაწყისიდან პირველად, მეორე ადგილზე აღმოჩნდა ნარკოდანაშაული - 3,2 ათასი შემთხვევა ათ თვეში, საიდანაც გახსნილია 85,04%.
ოჯახური ძალადობა მესამე ადგილზე გადავიდა. აღნიშნულ პერიოდში სამართალდამცველებმა დააფიქსირეს დაახლოებით 4,3 ათასი მსგავსი დანაშაული, გახსნეს 72%.

ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული

ქურდობა – 13.858
ნარკოდანაშაული – 3.231
ოჯახური ძალადობა – 3.068
მუქარა – 2.847
სატრანსპორტო დანაშაული – 2.625.
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა 65 მკვლელობა, აქედან 22 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 287 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 142 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 10 – ადამიანებით ვაჭრობა, 23 – მექრთამეობა, 9 - ტერორიზმი.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში2021 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 15.671 ადამიანი. აქედან 1.047 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 4.627 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
ყველა ახალი ამბავი
0