https://sputnik-georgia.com/20211212/cicisvilis-klinikasi-ori-kovidinficirebuli-bavsvis-mdgomareoba-ukiduresad-mzimea-262794904.html
ციციშვილის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ციციშვილის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებისა და ოჯახის წევრების ვაქცინაციაა. 12.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-12T14:46+0400
2021-12-12T14:46+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22867/73/228677311_1319:258:3072:1244_1920x0_80_0_0_a18ca81a92d0b9ccb8e9316c5a52617f.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 116 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იუწყება „პირველი არხი“.როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა კვლავ მაღალია.კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, 116 კოვიდინფიცირებული ბავშვიდან 15 რეანიმაციაში წევს.ეპიდემიოლოგები მშობლებს შვილების აცრისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებისა და ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.922-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 889.286-ს მიაღწია.12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 36,6%. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 31.256 ადამიანს.
https://sputnik-georgia.com/20211212/cxaize-vaqcinis-buster-doza-omikrontan-brzolasi-efeqturia-262794226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22867/73/228677311_1764:296:3072:1277_1920x0_80_0_0_8953183979282d227471c5ee8d176bed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ციციშვილის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
14:46 12.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებისა და ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 116 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იუწყება
„პირველი არხი“. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა კვლავ მაღალია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, 116 კოვიდინფიცირებული ბავშვიდან 15 რეანიმაციაში წევს.
„ორი პაციენტია უკიდურესად მძიმე, მართვით სუნთქვაზე არიან. ერთი არის ახალშობილი და მეორე - ჩვილი. რეანიმაციაში კიდევ არიან მძიმე პაციენტები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის უკმარისობა და ჟანგბადდამოკიდებულები არიან. ცხრა მშობელია ორჯერადად ვაქცინირებული, აქედან ექვსს აქვს დადასტურებული კორონავირუსი“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ეპიდემიოლოგები მშობლებს შვილების აცრისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებისა და ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.922-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 889.286-ს მიაღწია.
12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 36,6%. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 31.256 ადამიანს.