ვენეციის ბიენალეში მონაწილეობისთვის ექვსი ქართველი მხატვარი იბრძვის

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა მიმდინარე წლის 18 დეკემბერამდე გახდება ცნობილი
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ თანამედროვე ხელოვნების ვენეციის საერთაშორისო ბიენალეში მონაწილეობის მსურველ კონკურსანტთა ე.წ. მოკლე სია გამოაქვეყნა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარეობს საგამოფენო პროექტის შერჩევა, რომელსაც საკონკურსო კომისია 2022 წელს ვენეციის ბიენალეს ფარგლებში საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარადგენს. კონკურსში მონაწილეობას იღებს 15 პროექტი.
რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა
კონკურსანტების მოკლე სია საკონკურსო კომისიის ექვსი წევრის ინდივიდუალური შეფასებების შეჯერების შედეგად გამოვლინდა. გამარჯვებულის ვინაობა მიმდინარე წლის 18 დეკემბერამდე გახდება ცნობილი.
შორტ-ლისტში შემდეგი პროექტები შევიდა:
„აბიოგენეზი“ - პროექტის წარმდგენი, ავტორი და მხატვარი კონსტანტინე მინდაძე; კურატორები - ჯერემი გეილსი, ნინო მაჭარაშვილი.
„ვიდინოთ!“- პროექტის წარმდგენი ფ/პ სოფიო მედოიძე; კურატორები - ნინა ახვლედიანი, ინგა ლაჩე.
„მე ვწუხვარ ბაღზე“ - პროექტის წარმდგენი ა(ა)იპ ,,მდგომარეობებს შორის"; პროექტის ავტორები - მარიამ ნატროშვილი, დავით (დეთუ) ჯინჭარაძე.
Nostos - პროექტის წარმდგენი და ავტორი, მხატვარი ფ/პ თინათინ მეგრელიშვილი; კურატორი - ქეთევან კორძახია
„როდესაც ყველა ხე გახმება, გია დარგავს ნერგს, რომელიც იყვავილებს“ - პროექტის წარმდგენი შპს „ფროჯექტ ართბით“; კურატორი - თომას დელამარი; მხატვარი - ნიკა ქუთათელაძე.
Triptichos- პროექტის წარმდგენი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; კურატორები - ბაშაქ შენოვა, ლელა წიწუაშვლი; მხატვარი - ლევან სონღულაშვილი.
ვენეციაში საქართველოს პროექტი იქნება წარდგენილი ჯუდეკას კუნძულზე, რომელიც საქართველოს განკარგულებაში 2022 წლის 13 აპრილიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე დარჩება.
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
წულუკიანმა ვენეციის ბიენალეზე ქართველი კომისარი წარმოადგინა
ამასთან, წელს პირველად, ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული პავილიონში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. რეზიდენციაში მონაწილეობას მიიღებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის ხანგრძლივობა იქნება ერთი თვე და მისი მონაწილეები შეირჩევიან კონკურის გზით, რომელიც გამოცხადდება 2022 წლის იანვარში.
ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა. რიგით 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე გაიმართება და მას სახელად „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams) ეწოდა. სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.
ყველა ახალი ამბავი
0