საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
საარჩევნო კრებაზე პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ გასულ წლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრებაზე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს, კრება დღეს 13:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. ვიქტორ სანიკიძესთან ერთად კენჭი უნდა ეყარა პაატა გურასპაულს, თუმცა მოგვიანებით გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა და ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ვეტერან კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს დაუთმო.
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
კალათბურთი: თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ სათამაშო მოედანს დაუბრუნდა
აღსანიშნავია, რომ ყრილობაზე 39 დელეგატიდან უკლებლივ ყველა გამოცხადდა და ვიქტორ სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო. სხდომაზე პაატა გურასპაულმა ძირითადად „ევრობასკეტის“ მასპინძლობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებისთვის გასულ წლებში ფედერაციამ დიდი შრომა გაწია.
„იყო დრო, არათუ მასპინძლობა, ამ შეჯიბრებაზე მონაწილეობაც სანატრელი გვქონდა. „ევრობასკეტზე“ ჩამოვალენ გულშემატკივრები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, რაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“, - აღნიშნა გურასპაულმა.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საუბარი ვიქტორ სანიკიძემაც „ევრობასკეტით“ დაიწყო. მან აღნიშნა, რომ ფედერაციის მთავარი მიზანი და პრიორიტეტი აღნიშნული ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებაა. სანიკიძემ ასევე შიდა ჩემპიონატის მნიშვნელობასა და ფედერაციის ბიუჯეტზე ისაუბრა.
„კალათბურთი რომ განვითარდეს, ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო“, - განაცხადა სანიკიძემ.
კალათბურთი: საქართველო-უკრაინა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
კალათბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება
ვიქტორ სანიკიძემ გამგეობის წევრებად ლაშა გამყრელიძე, ოთარ ფაიქრიძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურსპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა ლობჟანიძე, ზვიად კოტრიკაძე და მიხეილ გაბრიჩიძე დაასახელა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წელი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია – 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში ჩატარდება – საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.
ყველა ახალი ამბავი
0