https://sputnik-georgia.com/20211211/kalatburti-tornike-sengelia-travmis-semdeg-satamaso-moedans-daubrunda-262782961.html
კალათბურთი: თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ სათამაშო მოედანს დაუბრუნდა
კალათბურთი: თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ სათამაშო მოედანს დაუბრუნდა
Sputnik საქართველო
„ჟალგირისთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13 წუთზე მეტი ითამაშა. დროის ამ პერიოდში შენგელიამ მხოლოდ სამი ქულა დააგროვა. 11.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-11T16:30+0400
2021-12-11T16:30+0400
2021-12-11T16:30+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251867465_353:369:2662:1668_1920x0_80_0_0_ae161848276e44ba92038c92f0c9bb0b.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშო მოედანს დაუბრუნდა.ქართველი კალათბურთელი ევროლიგის მე-14 ტურის მატჩში „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამოჩნდა. შეხვედრამდე რუსულ მედიაში საუბრობდნენ, რომ შენგელია ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო და მოსკოვურ გუნდს ვერ დაეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, მუხლის ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ჟალგირისის“ წინააღმდეგ 13 წუთი და 35 წამი ითამაშა.საბოლოოდ მოსკოვურმა კლუბმა 22 ქულის სხვაობით ანგარიშით 73:51 იმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „ჟალგირისთან“ გამარჯვების წყალობით, „ცსკამ“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. „არმიელებს“ 14 მატჩში ცხრა გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვთ.აღსანიშნავია, რომ შენგელიამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ესპანეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვა. ქართველმა კალათბურთელმა ასევე გამოტოვა ევროლიგაში „პანათინაიკოსთან“ და VTB იუნაიტედ ლიგაში „ლოკომოტივ-კუბანთან“ შეხვედრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251867465_445:327:2739:2048_1920x0_80_0_0_e8d25ea380d5d70e69f58314aadfb702.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
კალათბურთი: თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ სათამაშო მოედანს დაუბრუნდა
„ჟალგირისთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13 წუთზე მეტი ითამაშა. დროის ამ პერიოდში შენგელიამ მხოლოდ სამი ქულა დააგროვა.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშო მოედანს დაუბრუნდა.
ქართველი კალათბურთელი ევროლიგის მე-14 ტურის მატჩში „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამოჩნდა. შეხვედრამდე რუსულ მედიაში საუბრობდნენ, რომ შენგელია ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო და მოსკოვურ გუნდს ვერ დაეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, მუხლის ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ჟალგირისის“ წინააღმდეგ 13 წუთი და 35 წამი ითამაშა.
საბოლოოდ მოსკოვურმა კლუბმა 22 ქულის სხვაობით ანგარიშით 73:51 იმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „ჟალგირისთან“ გამარჯვების წყალობით, „ცსკამ“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. „არმიელებს“ 14 მატჩში ცხრა გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ შენგელიამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ესპანეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვა. ქართველმა კალათბურთელმა ასევე გამოტოვა ევროლიგაში „პანათინაიკოსთან“ და VTB იუნაიტედ ლიგაში „ლოკომოტივ-კუბანთან“ შეხვედრები.