საქართველო უკრაინელ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringerჟურნალისტები
ჟურნალისტები - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
მედიის წარმომადგენლები ქართული კურორტების, კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებს, ფოტორეპორტაჟებსა და ბლოგებს მოამზადებენ.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაღალრეიტინგული უკრაინული მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინელი ჟურნალისტები 8 დღიანი ტურის განმავლობაში ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, მცხეთას, მესტიას, უშგულსა და თბილისს მოინახულებენ. ასევე დაათვალიერებენ ქუთაისსა და წყალტუბოს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტური მნიშვნელოვანია ზამთრის ტურისტული სეზონისთვის.
საბაგირო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ელოდებიან… ზამთარს
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და უკრაინული მედიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ეწვიონ ზამთრის კურორტებს და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
ერთ-ერთმა უკრაინელმა ბლოგერმა იულია ბერკუტამ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა და მან სოციალურ ქსელში მის ხელმომწერებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.
მედიის წარმომადგენლები ვიდეო-სიუჟეტებს, სტატიებს, ფოტო რეპორტაჟებსა და ბლოგებს საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ მოამზადებენ, რომელსაც უკრაინაში მილიონობით მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა, აღნიშნეს ტურიზმის ადმინისტრაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0