საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ელოდებიან… ზამთარს

© Sputnik / Vladimir Umikashvili საბაგირო გზა
საბაგირო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
საქართველოს მთის კურორტების კომპანია ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონს მაშინვე გახსნის, როგორც კი ამის შესაძლებლობას ამინდი მისცემს.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. დეკემბრის პირველ ნახევარში საქართველოში თბილი ამინდები ჯერ არ იძლევა ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნის საშუალებას, განუცხადეს Sputnik-ს საქართველოს მთის კურორტების კომპანიაში.
„სეზონი არ იხსნება, რადგან არ არის საკმარისი თოვლი და ხელოვნური თოვლისა და საფარის შესანარჩუნებლად საჭირო ტემპერატურა“, – განმარტეს კომპანიაში.
სინოპტიკოსების პროგნოზები ჯერ არ იძლევა ზამთრის სეზონის გახსნისთვის კონკრეტული თარიღის დასახელების საშუალებას, რომელიც ჩვეულებრივ 10-15 დეკემბერს იწყება.
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
როგორ ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტები
მიუხედავად ამისა ზამთრის კურორტები ვიზიტორების მისაღებად აქტიურად ემზადებიან. უწყების ცნობით, წელს სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ: სვანეთში ახალი საბაგირო შედის მწყობრში, სხვა კურორტებზე ყველა საბაგირომ გაიარა ტექნიკური დათვალიერება, მოწესრიგებულია სათხილამურო ტრასები და სხვა ინფრასტრუქტურა.
სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული წესები და კოვიდ-შეზღუდვებია დაწესებული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელები შეძლებენ საბაგირო გზებით სარგებლობას, სასტუმროებში დაბინავებას, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრობას.
შემცირდება გონდოლაში მგზავრების რაოდენობაც. კომპანიის ინფორმაციით, ათი ადამიანის ნაცვლად ერთი გონდოლაში რვა ადამიანი განთავსდება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0