„ჩაი დამალევინა“ - ბუბა კიკაბიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

© photo: Sputnikბუბა კიკაბიძე
ბუბა კიკაბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
არტისტმა მოინახულა სააკაშვილი და მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა შეაფასა
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, მსახიობმა და პარლამენტის დეპუტატმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ გორის ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
არჩევნები, პანდემია, სააკაშვილი: სახალხო დამცველმა 2021 წლის ანგარიში წარმოადგინა
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
„მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, თვალებზე ეტყობა... ჩაი დამალევინა და თავიდან ბოლომდე მომიყვა ყველაფერი. გატეხილი არ არის, ესაა მთავარი“, - აღნიშნა კიკაბიძემ.
არტისტის თქმით, მან უამბო ექს-პრეზიდენტს თავის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.
ყველა ახალი ამბავი
0