ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობებს წლის ბოლომდე შეასრულებს

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარი ეკატერინე ტიკარაძე უწყებაში წლის ბოლომდე დარჩება, განუცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს.
ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, გუშინ დატოვა. ტიკარაძეს კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება.

„წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას, რათა ყველა დაგეგმილი ღონისძიება წლის ბოლომდე დასრულდეს და გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულო იყოს როგორც სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ისე მიმდინარე პროექტების თანამშრომლებისა და მთელი სისტემისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 2019 წლის 18 ივნისს დაიკავა. მანამდე „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორი იყო. იგი ასევე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
რატომ გადადგა თანამდებობიდან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – პოლიტიკოსების აზრები გაიყო
ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური მედია აქტიურად ალაპარაკდა მინისტრსა და მთავრობის მეთაურს შორის შესაძლო კონფლიქტზე. ამას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ ტიკარაძემ დროზე ადრე დატოვა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერი უძღვებოდა. მასმედიის წარმომადგენელთა აზრით, დაპირისპირება უკავშირდება კოვიდ-პასპორტების მოქმედების ვადას.
ყველა ახალი ამბავი
0