საქართველოში კანქვეშა ჩიპები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი 2022 წლის მარტიდან იქნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
iPlus-ის ცნობით, შვედეთში აღნიშნულ ტექნოლოგიას ამ ეტაპზე 30 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. შვედური კომპანია BioHax International-ის წარმოების 50 ათასამდე კანქვეშა ჩიპი, რომლის საქართველოში შემოტანასაც კომპანია iPlus გეგმავს, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 2022 წლის მარტიდან გახდება, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე.
როგორც გუშინ კომპანია iPlus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა სეფიაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, ჩიპებს საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში შემოიტანენ.
ჩიპი დაპროგრამებულია RFID მარტივი სისტემით, თუმცა აქვს სახელმწიფო და საბანკო სერვისების შეთავსების უდიდესი შესაძლებლობები.
სეფიაშვილის განმარტებით, საქართველოში შემოტანილ ჩიპებს შეზღუდული შესაძლებლობები ექნება, განსხვავებით კომპანიის მიერ ევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჩიპებისგან.
მიკროჩიპი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
კანქვეშა ჩიპები საქართველოში შესაძლოა ერთ თვეში გამოჩნდეს
Biohax International-ი დააარსა შვედმა მეწარმემ იოვან ოსტერლუნდმა. კომპანია ორიენტირებულია ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროსქემების იმპლანტაციაზე ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის.
კომპანიის მიერ წარმოებული მიკროსქემები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გახსნან ელექტრონული საკეტები, დაქოქონ მანქანა, გადაიხადონ მაღაზიაში შეძენილი საქონლის ფასი ან ტრანსპორტში ბილეთის საფასური – და ეს ყველაფერი გააკეთონ პაროლების შეყვანისა და სმარტფონების გამოყენების გარეშე. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი პირადი მონაცემების შესანახად, როგორიცაა სამედიცინო ისტორია.
iPlus-ის ცნობით, შვედეთში აღნიშნულ ტექნოლოგიას ამ ეტაპზე 30 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს.
ყველა ახალი ამბავი
0