https://sputnik-georgia.com/20211209/kanqvesa-cipebi-saqartvelosi-sesazloa-ert-tvesi-gamocndes-262743837.html
კანქვეშა ჩიპები საქართველოში შესაძლოა ერთ თვეში გამოჩნდეს
კანქვეშა ჩიპები საქართველოში შესაძლოა ერთ თვეში გამოჩნდეს
Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, რა ფუნქციები ექნება კანქვეშა ჩიპებს, რომლებიც საქართველოში შემოვა. 09.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-09T23:53+0400
2021-12-09T23:53+0400
2021-12-09T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262741339_0:96:1921:1176_1920x0_80_0_0_45f8c9711b149ff8fd18d4ffa169fd35.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. 2022 წლის იანვრის დასაწყისში საქართველოში იგეგმება შვედური კომპანია BioHax International-ის წარმოების 50 ათასამდე კანქვეშა ჩიპის შემოტანა, განუცხადა Sputnik-საქართველოს კომპანია iPlus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა სეფიაშვილმა.მისი თქმით, მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან დასკვნით ეტაპზეა. მაგრამ, შეთანხმების თანახმად, დეტალები ჩიპების ფუნქციების შესახებ და იმის შესახებ, თუ სად მოხდება მათი იმპლანტაცია, ჯერჯერობით ვერ გამჟღავნდება.შესაბამისად, საქართველოში შემოტანილ ჩიპებს შეზღუდული შესაძლებლობები ექნება, განსხვავებით კომპანიის მიერ ევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჩიპებისგან.Biohax International-ი დააარსა შვედმა მეწარმემ იოვან ოსტერლუნდმა. კომპანია ორიენტირებულია ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროსქემების იმპლანტაციაზე ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის.კომპანიის მიერ წარმოებული მიკროსქემები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გახსნან ელექტრონული საკეტები, დაქოქონ მანქანა, გადაიხადონ მაღაზიაში შეძენილი საქონლის ფასი ან ტრანსპორტში ბილეთის საფასური - და ეს ყველაფერი გააკეთონ პაროლების შეყვანისა და სმარტფონების გამოყენების გარეშე. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი პირადი მონაცემების შესანახად, როგორიცაა სამედიცინო ისტორია.
https://sputnik-georgia.com/20210211/vaqcinacia-Cipizacia-araa-sapatriarqo-konspiraciuli-Teoriebis-moyvarulebs-pasuxs-gascems-250864550.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262741339_112:0:1807:1271_1920x0_80_0_0_662e39758ce717de3ee3004b3117082b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
კანქვეშა ჩიპები საქართველოში შესაძლოა ერთ თვეში გამოჩნდეს
ცნობილი გახდა, რა ფუნქციები ექნება კანქვეშა ჩიპებს, რომლებიც საქართველოში შემოვა.
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. 2022 წლის იანვრის დასაწყისში საქართველოში იგეგმება შვედური კომპანია BioHax International-ის წარმოების 50 ათასამდე კანქვეშა ჩიპის შემოტანა, განუცხადა Sputnik-საქართველოს კომპანია iPlus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა სეფიაშვილმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან დასკვნით ეტაპზეა. მაგრამ, შეთანხმების თანახმად, დეტალები ჩიპების ფუნქციების შესახებ და იმის შესახებ, თუ სად მოხდება მათი იმპლანტაცია, ჯერჯერობით ვერ გამჟღავნდება.
„მაგალითად, საქართველოში მიკროსქემებმა შესაძლოა შეითავსონ სახლის, მანქანის გასაღების, „ჭკვიანი“ სანათის ფუნქციები. ასევე შესაძლებელი იქნება თანამშრომლების სამსახურში მისვლის აღრიცხვა. ჩვენი ჩიპები საკრედიტო ბარათის ჩანაცვლებას ჯერ ვერ შეძლებენ, ასეთი ფუნქცია არ ექნებათ“, - აღნიშნა სეფიაშვილმა.
შესაბამისად, საქართველოში შემოტანილ ჩიპებს შეზღუდული შესაძლებლობები ექნება, განსხვავებით კომპანიის მიერ ევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჩიპებისგან.
Biohax International-ი დააარსა შვედმა მეწარმემ იოვან ოსტერლუნდმა. კომპანია ორიენტირებულია ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროსქემების იმპლანტაციაზე ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის.
კომპანიის მიერ წარმოებული მიკროსქემები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გახსნან ელექტრონული საკეტები, დაქოქონ მანქანა, გადაიხადონ მაღაზიაში შეძენილი საქონლის ფასი ან ტრანსპორტში ბილეთის საფასური - და ეს ყველაფერი გააკეთონ პაროლების შეყვანისა და სმარტფონების გამოყენების გარეშე. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი პირადი მონაცემების შესანახად, როგორიცაა სამედიცინო ისტორია.