მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა პანდემიის საბოლოოდ დამთავრების დრო დაასახელეს

© Pixabay / fernandozhiminaicelaCOVID-19
COVID-19 - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
თბილისი, 10 დეკემბერი − Sputnik. მომავალი 2022 წელი სრული გლობალური აღდგენის − მსოფლიო პანდემიის დასრულებისა და COVID-19-ის აფეთქებამდე არსებული ცხოვრების რეჟიმზე გადასვლის წლად იქცევა, აცხადებენ JPMorgan Chase Global Research-ის ანალიტიკოსები, რომელთა პროგნოზიც Axios-ში გამოქვეყნდა.
ბილ გეიტსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მსოფლიო დღეს
ბილ გეიტსმა იცის, როდის დასრულდება პანდემია: ვრცელდება ვიდეომიმართვა
სპეციალისტების აზრით, 2022 წელს ციკლური აღდგენა და გლობალური მობილობის დაბრუნება, მომხმარებელთა გადადებული მოთხოვნების გამოთავისუფლება, მაგალითად, მოგზაურობები დაიწყება.

„ეს პროგნოზი გარანტირებულია მოსახლეობის ფართო იმუნიტეტის მიღწევითა და ისეთი გამოგონებებით, როგორებიცაა ახალი თერაპიული საშუალებები, რომლებიც ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი 2022 წელს“, − აცხადებს Global Research-ის თანახელმძღვანელი მარკო კოლანოვიჩი.

ამასთან ექსპერტი არ გამორიცხავს ინვესტორებისთვის შესაძლო რისკებს, რომელთა შორის დაასახელა გეოპოლიტიკური დაძაბულობა ევროპასა და აზიაში, ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციის დონესთან დაკავშირებული გაურკვევლობა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნორმალიზაცია.
მანამდე მსგავსი პროგნოზი გააკეთა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა, რომელმაც ივარაუდა, რომ COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა 2022 წელს დასრულდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში სულ 267.184.623 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 5.277.327 კაცი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ პირველი ხუთ პოზიციაზე არიან: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.
ყველა ახალი ამბავი
0