Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: ქვეყანაში დაახლოებით 26 ათასამდე „ბუსტერია“ გაკეთებული

© National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. დღეისათვის საქართველოში 26 ათასი ადამიანია „ბუსტერ–დოზით“ აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, მოქალაქეების მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზაზე მომართვიანობა თანდათან იმატებს. მისი თქმით, „ბუსტერს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როდესაც გაჩნდა ახალი „ომიკრონ“ შტამი.
მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მანამდე არსებული შტამები.

„გუშინ გამოქვეყნდა Pfizer-ის ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა „ომიკრონ“ შტამთან ვაქცინის დამცველუნარიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს Pfizer-ის აცრის, განსაკუთრებით, „ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები ახალი შტამის მიმართ. დადასტურდა, რომ დიახ, „ბუსტერი“ უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში „ბუსტერ–დოზა“ ძირითადად Sinopharm-ის და Pfizer-ის ვაქცინებით კეთდება. თუმცა, მოსახლეობა უპირატესობას Pfizer-ს ანიჭებს.
ამავე დროს, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
7 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთების ვადა შემცირდა
Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ.
მათ კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთება ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეუძლიათ.
ჯანდაცვის უწყებამ ასევე დააზუსტა 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაციის ვადები – პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 3-დან 12 კვირამდე განისაზღვრა.
რაც შეეხება პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.
ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
ყველა ახალი ამბავი
0