https://sputnik-georgia.com/20211210/flydubai-tbilisis-mimartulebit-damatebit-reisebs-seasrulebs-262769774.html
FlyDubai თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს შეასრულებს
FlyDubai თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს შეასრულებს
Sputnik საქართველო
თბილისსა და დუბაის შორის ავიარეისები ყოველდღიურად, დღეში რამდეჯერმე შესრულდება. 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T22:08+0400
2021-12-10T22:08+0400
2021-12-10T22:43+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23937/81/239378142_0:152:2048:1304_1920x0_80_0_0_a9b6eee781f85c70be3e81f08d36d0d1.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს გაზრდის, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის განცხადებაში.2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით, დუბაისა და თბილისს შორის 51 დამატებითი რეგულარულ ფრენა შესრულდება. ჯამურად, ავიაკომპანია ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისს შეასრულებს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა აღნიშნულ მიმართულებებზე 9 დეკემბერს მისცა.სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.Flydubai ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და სტაბილურად ოპერირებს საჰაერო ხაზზე დუბაი-თბილისი-დუბაი.
https://sputnik-georgia.com/20211210/qytaissa-da-abudabis-shoris-prenebi-iwyeba-262740587.html
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23937/81/239378142_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_4a20ed4a9c06adb885419adfe2b6f77a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროები
FlyDubai თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს შეასრულებს
22:08 10.12.2021 (განახლებულია: 22:43 10.12.2021) თბილისსა და დუბაის შორის ავიარეისები ყოველდღიურად, დღეში რამდეჯერმე შესრულდება.
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს გაზრდის, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის
განცხადებაში.
2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით, დუბაისა და თბილისს შორის 51 დამატებითი რეგულარულ ფრენა შესრულდება. ჯამურად, ავიაკომპანია ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისს შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა აღნიშნულ მიმართულებებზე 9 დეკემბერს მისცა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.
Flydubai ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და სტაბილურად ოპერირებს საჰაერო ხაზზე დუბაი-თბილისი-დუბაი.