Expo Georgia თბილისის პირველ საბავშვო წიგნის ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringer"თბილისის წიგნის ფესტივალი"
თბილისის წიგნის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
12 დეკემბერს საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში კონკურს „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში 11–12 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებაში.
ღონისძიება, რომელიც ტარდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გაიმართება და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
თბილისის წიგნის დღეები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში საახალწლო წიგნის დღეები გაიხსნება
„საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ ამას ემსახურება საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაარსებაც, რომლის გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივალის მსვლელობისას გამოვავლენთ“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ნინია მაჭარაშვილმა.
მოზარდი თაობისთვის ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირქტორმა თინათინ ბერიაშვილმა.

„საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან მოზარდების მკითხველებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვფიქრობთ, საბავშვო წიგნის ფესტივალის დაარსებას სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მოზარდების შემდგომ განვითარებაზე“, – განაცხადა ბერიაშვილმა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საბავშვო ლიტერატურის გამომცემლები და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები. ისინი ღონისძიების სტუმრებს საბავშვო–საყმაწვილო ლიტერატურაზე ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც.
12 დეკემბერს საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში კონკურს „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0