https://sputnik-georgia.com/20211207/tbilisshi-saaxalwlo-dgeebi-gaimarteba-262665709.html
დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში საახალწლო წიგნის დღეები გაიხსნება
დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში საახალწლო წიგნის დღეები გაიხსნება
Sputnik საქართველო
Tbilisi Book Days – წიგნის ხელოვნების ცენტრისა (Вооk Art Center) და „ექსპო ჯორჯიას" ერთობლივი პროექტია. ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება. 07.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-07T18:11+0400
2021-12-07T18:11+0400
2021-12-07T21:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/97/242859737_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_c7a47a09469b8dcc753c43025cb442ce.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეებს (Tbilisi Book Days) საგამოფენო ცენტრი Expo Georgia 17–19 დეკემბერს უმასპინძლებს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ღონისძიება წიგნის ბაზრობის ფორმატში გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ ინსტიტუტებსა და წიგნის სექტორის სხვა წარმომადგენლებს.სტუმრებს ელოდებათ მსოფლიო ბესტსელერების ახალი თარგმანები, საბავშვო ლიტერატურა, ქართული მწერლების ახალი გამოცემები, საინტერესო პრეზენტაციები და ა.შ. თბილისის წიგნის დღეები, ვრცელ კულტურულ პროგრამასთან ერთად, წელს დამთვალიერებელს სთავაზობს წინასაახალწლო ბაზრობის კუთხეს, რომელიც თავს მოუყრის სხვადასხვა კონცეფციის ქართულ პროდუქციას. „წლევანდელი გამოფენის მიზანია შექმნას ვიზიტორთათვის გარემო, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით დაიტვირთება, ხოლო პარალელურად შესაძლებლობას მისცემს ვიზიტორებს წიგნებთან ერთად ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ კონცეპტუალური ქართული მაღაზიების პროდუქცია“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.ბაზრობაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ორიგინალური სუვენირები, ხელნაკეთი აქსესუარები, სათამაშოები და სხვა ნივთები. თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში (ა. წერეთლის გამზ. №118) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
https://sputnik-georgia.com/20211129/sasobao-bazroba-tbilissi-dekembersi-gaimarteba-262456396.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/97/242859737_49:0:1830:1336_1920x0_80_0_0_0f4be1d0e0ce7a0c5b6202456170de95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კულტურა საქართველოში
დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში საახალწლო წიგნის დღეები გაიხსნება
18:11 07.12.2021 (განახლებულია: 21:41 07.12.2021) Tbilisi Book Days – წიგნის ხელოვნების ცენტრისა (Вооk Art Center) და „ექსპო ჯორჯიას" ერთობლივი პროექტია. ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეებს (Tbilisi Book Days) საგამოფენო ცენტრი Expo Georgia 17–19 დეკემბერს უმასპინძლებს, ნათქვამია ღონისძიების
Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება წიგნის ბაზრობის ფორმატში გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ ინსტიტუტებსა და წიგნის სექტორის სხვა წარმომადგენლებს.
სტუმრებს ელოდებათ მსოფლიო ბესტსელერების ახალი თარგმანები, საბავშვო ლიტერატურა, ქართული მწერლების ახალი გამოცემები, საინტერესო პრეზენტაციები და ა.შ. თბილისის წიგნის დღეები, ვრცელ კულტურულ პროგრამასთან ერთად, წელს დამთვალიერებელს სთავაზობს წინასაახალწლო ბაზრობის კუთხეს, რომელიც თავს მოუყრის სხვადასხვა კონცეფციის ქართულ პროდუქციას.
„წლევანდელი გამოფენის მიზანია შექმნას ვიზიტორთათვის გარემო, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით დაიტვირთება, ხოლო პარალელურად შესაძლებლობას მისცემს ვიზიტორებს წიგნებთან ერთად ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ კონცეპტუალური ქართული მაღაზიების პროდუქცია“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
ბაზრობაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ორიგინალური სუვენირები, ხელნაკეთი აქსესუარები, სათამაშოები და სხვა ნივთები.
თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში (ა. წერეთლის გამზ. №118) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.