სენ-სანსი და არა მხოლოდ: თბილისში საორგანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

© Facebook / Tbilisi State Conservatoireორგანი
ორგანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
მუსიკალური საღამოს სოლისტია ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 15 დეკემბერს გაიმართება საორგანო მუსიკის კონცერტი – შესრულდება ბახის–ვიდორის, ვიტალის, ვიერნის და სენ-სანსის ნაწარმოებები.
სოლისტი – პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი ვასაძე მუსიკალური ოჯახიდანაა. მუსიკის სამყაროში ადრეული ბავშვობიდან – 4 წლიდან მოხვდა. დღეს ალექსანდრე მრავალი საერთაშორისო კონკურსის, პრემიისა და ჯილდოს მრავალგზის ლაურეატია.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
თბილისში გაბრიელ ფორეს მუსიკის საღამო გაიმართება
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ. კონცერტზე დასასწრებად აუცილებელია კოვიდ-პასპორტი.
საორგანო მუსიკა – განკუთვნილია ორგანზე სოლო შესრულებისთვის ან სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით. ვინაიდან კლავიშიანი სასულე ორგანი, ეს საყოველთაოდ აღიარებული „ინსტრუმენტების მეფე“, ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური საკრავია მსოფლიო კულტურის ისტორიაში, მისთვის შექმნილი ნაწარმოებების რაოდენობა აღემატება ნებისმიერი სხვა მუსიკალური ინსტრუმენტისთვის შექმნილი ნაწარმოებების რიცხვს.
ყველა ახალი ამბავი
0