თბილისში გაბრიელ ფორეს მუსიკის საღამო გაიმართება

© International Music Festival "Autumn Tbilisi"ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
მუსიკალურ საღამოზე მოხვედრა მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“ არის შესაძლებელი.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში შაბათს, 11 დეკემბერს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება – სცენაზე ფრანგი კომპოზიტორის, პედაგოგისა და დირიჟორის გაბრიელ ფორეს ნაწარმოებები შესრულდება.
საღამოზე წარდგება თბილისის სიმფონიურო ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. სოლისტები: ვოკალისტები ნათია ივანიაშვილი (სოპრანო) და გიორგი მანოშვილი (ბანი).
მუსიკოსები შეასრულებენ გაბრიელ ფორეს სიმფონიურ სუიტას „პალეასი და მელიზანდა“ და „რეკვიემს“.
კომპოზიტორმა თავის რეკვიემზე ასეთი სიტყვები დაწერა: „ამბობდნენ, რომ ჩემი რეკვიემი არ გამოხატავს სიკვდილის საშინელებას, ვიღაცამ მას „სიკვდილის აკვანი“ უწოდა. მაგრამ მე სწორედ ასე ვგრძნობ სიკვდილს: როგორც ბედნიერ ხსნას, როგორც იმქვეყნიერი ბედნიერების იმედს და არა მტკივნეულ გარდასვლას... მეც იქნებ ინსტინქტურად ვცდილობდი გავსულიყავი საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან; ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხანი ორღანზე ვუკრავდი დაკრძალვის ცერემონიებზე. მე ამით ყელამდე ვარ. და რაღაც განსხვავებულის გაკეთება მომინდა".
გაბრიელ ფორე წერდა მუსიკის თითქმის ყველა მისთვის თანამედროვე ჟანრში. ის არის უამრავი რომანსისა და სიმღერის, სხვადასხვა ჟანრის მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოების, კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლების ავტორი. ფორეს მუსიკა გამოყენებულია ჯორჯ ბალანჩინისა და როლან პეტის საბალეტო სპექტაკლებში და ბევრ სხვა საბალეტო დადგმაში.
მუსიკალური საღამო 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.
„კონცერტზე დასასწრებად აუცილებელია მწვანე პასპორტი“, – შეახსენებენ მაყურებელს ორგანიზატორები.
ყველა ახალი ამბავი
0