„ყავის მედეა“ ქუთაისში და ადამიანი, რომელმაც ქვიშაზე მოდუღებული ყავის ეპოქა ლეგენდად აქცია

© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე
მედეა შვილდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
მედეა შვილდაძემ 15 წელი ესპანეთში, ბარსელონაში იცხოვრა. საქართველოში დაბრუნების მერე ემიგრაციაზე აღარ უფიქრია. ბავშვობის ოცნება აისრულა და თავისი ცხოვრების საქმე წამოიწყო. მანამდე საკონდიტრო აკადემიაში ისწავლა.
დღეს 44 წლის ქალბატონი მცირე მეწარმეა, ქუთაისში მეგობართან ერთად პატარა ბიზნესს ამუშავებს და „ყავისა და ტკბილეულის სივრცის’’ – Coffee friends since-2019 მფლობელია. ყავის მოდუღება თავისებური ხელოვნებაა და მას ვინ, თუ არა სოხუმში დაბადებული ადამიანი ფლობს ყველაზე სრულყოფილად. მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, ქვიშაზე მოდუღებული ნამდვილი ყავის გემო მედიკო შვილდაძეს მაინც კარგად ახსოვს. შესაძლოა, ეს გახდა მისთვის ახალი საქმის წამოწყების სტიმული...
© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე
მედეა შვილდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მედეა შვილდაძე
- ქალბატონო მედეა, ყავის სურნელი როგორ შემოვიდა ზღვისპირელი გოგოს ცხოვრებაში?
- ყავის გემო და სურნელი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ადრე შემოვიდა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მისი სურნელი და გემო დღემდე მახსოვს. იმ ყავას ყველაზე კარგად სოხუმურ კაფე „პინგვინში“ ბატონი ამირან გაგუა ადუღებდა. მასზე დიდი ხანია არაფერი მსმენოდა. ამ ზაფხულს კი ასეთი მოულონდელი ამბავი შემემთხვა: დაახლოებით ერთი წელია, რაც ურთიერთობა მაქვს ასოციაციასთან „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია", რომლის ხელმძღვანელი ბატონი ალუ გამახარია გახლავთ. მათი ორგანიზებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში მივიღე მონაწილეობა. მის ფარგლებში კონკრეტული ჯგუფის წინაშე ონლაინ გამოვედი და ყავის შესახებ ვისაუბრე. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს გამოსვლას, თურმე, ბატონი ამირან გაგუაც უსმენდა. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამავე დროს შევცბი კიდეც. გამოდის, რომ ყავაზე ვსაუბრობდი იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ქვიშაზე მოდუღებული ყავის ეპოქა ლეგენდად აქცია.
© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე
მედეა შვილდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მედეა შვილდაძე
- ბატონ ამირანთან პირადად გასაუბრება თუ მოახერხეთ და რა გაიხსენა მან?
- როდესაც შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, ბატონ ამირანთან გასაუბრება მოვახერხე. მან თავის კაფესთან დაკავშირებით სახალისო ამბავი გაიხსენა: კაფე „პინგვინში“ ყოველდღე ყავის ფინჯნები გვეკარგებოდაო. ბოლოს გავარკვიეთ რაში იყო საქმე – იმ ფინჯანში ყავას სამსახურიდან შესვენებაზე გამოქცეული ქალები მიირთმევდნენ, შემდეგ კი ყავის ნალექზე სამკითხაოდ თან მიჰქონდათო. იმ შეხვედრას ცნობილი სოხუმელი რალისტი, ბატონი ამირანისა და ბატონი ალუს დიდი მეგობარი დავით კვარაცხელიაც ესწრებოდა. ადამიანი, რომელიც ყველა რბოლაზე გამოდის სლოგანით „სოხუმი საქართველოა“. ის შეხვედრა ყველასათვის ემოციური, საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა.
© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე
მედეა შვილდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მედეა შვილდაძე
- თურმე ქებაც დაიმსახურეთ...
- ჩემთვის ეს იყო დიდი საჩუქარი, როცა ბატონი ამირანისგან ქათინაური დავიმსახურე. მან მითხრა, ამ შეხვედრას აფხაზეთის წარმავალი ყავის ლეგენდა და აფხაზეთის მომავალი ყავის ლეგენდა ესწრებაო. არ დაგიმალავთ, ეს სიტყვები ჩემი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდი სტიმული და ბიძგია.
© courtesy of Medea Shvildadzeმეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მეგობრებთან ერთად
- ქუთაისში კარგად იცნობენ მედეას მოდუღებულ ყავას...
- დიახ, ქუთაისში მეგობრები მახსენებენ სახელით „ყავის მედეა“. დევნილობაში ნამდვილი ყავა ძნელად იშოვებოდა, ამიტომ მოსახლეობა მუხუდოს აშრობდა და ხალავდა. შემდეგ ფქვავდნენ და ყავას ასე ამზადებდნენ. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ქუთაისში მომხმარებლისთვის ნამდვილი ყავა შემეთავაზებინა. ერთ დღესაც მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი სილამაზის სალონის გვერდით მისაღებ ფასად პატარა სტენდი ქირავდებოდა. ასე გადავწყვიტე ავტოქარხნის დასახლებაში ყავის პატარა კუთხე გამეხსნა. მას „ყავის დაფქვა მედეასთან’’ დავარქვი. ყავის შეფუთვაზე პირველი სტიკერი მეგობარმა დამიმზადა.
© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე საჩუქრების მაღაზია ,,ბლუმსში“
მედეა შვილდაძე საჩუქრების მაღიზიაში ,,ბლუმსი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მედეა შვილდაძე საჩუქრების მაღაზია ,,ბლუმსში“
- ყავის მარცვლებისგან სასურველ გემოს თავად იღებთ?
- ყავას სხვადასხვა ონლაინ როსტერებისგან ვიღებდი. შემდეგ მათ ვახარისხებდი და სხვადასხვა გემოს ვქმნიდი. რეცეპტს კი ვინიშნავდი და მომხმარებელს სტაბილურად ერთისა და იმავე გემოს ყავის ნაზავს ვთავაზობდი. ერთ წელიწადში ამ საქმის გაფართოების და ქალაქის ცენტრში გადასვლის იდეა გამიჩნდა.
© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე
მედეა შვილდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მედეა შვილდაძე
- ყავის გარდა კიდევ რა საქმით ხართ დაკავებული?
- როცა შევისწავლეთ ბაზრის საჭიროებები, მივხდი, რომ ქალაქში ტკბილეულისა თუ საჩუქრების შეფუთვის სერვისი არ იყო. ამ პერიოდისთვის „საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციამ“ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი მეწარმე ქალებისთვის, სადაც გასაუბრება გავიარე და პროექტის მონაწილე გავხდი. პროექტის ფარგლებში გავიარე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კურსი მეწარმე ქალებისათვის, შევადგინე ბიზნეს-გეგმა და დაფინანსებაც მივიღე. ყოველდღიური საქმიანობით გამომუშავებული თანხით და მოპოვებული გრანტით მე და ჩემმა მეგობარმა ცირა ხუჯაძემ გავხსენით საჩუქრების მაღაზია ,,ბლუმსი“, სადაც საჩუქრებს ვყიდით, ასევე გვაქვს შეფუთვის სერვისი. გარდა ამისა, მომხმარებლებს სხვადასხვა სადღესასწაულო მომსახურებასაც ვთავაზობთ.
© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე თავის სივრცეში ყავის მოდუღების დროს
მედეა შვილდაძე თავის სივრცეში ყავის მოდუღების დროს - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მედეა შვილდაძე თავის სივრცეში ყავის მოდუღების დროს
- ვიცი, რომ ქალებს არაერთხელ მიმართავთ, ასე ვთქვათ, შემოუძახებთ ხოლმე...
- მე ვფიქრობ, რაიმეს სწავლა არასოდესაა გვიან, ნათქვამია, „სწავლა სიბერემდეო“. ამის მაგალითად საკუთარი ამბავი მომყავს ხოლმე: ყოველთვის მიზანდასახული და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვიყავი, თუმცა ზოგჯერ უიმედობაც მეძალებოდა. ვფიქრობ, ქალად ყოფნა ყველაზე დიდი ხვედრი და საპასუხიმგებლო ამბავია. ჩვენ ხომ შვილებისთვის მაგალითი უნდა ვიყოთ.
© courtesy of Medea Shvildadzeმედეა შვილდაძე ცირა ხუჯაძესთან ერთად
მედეა შვილდაძე ცირა ხუჯაძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მედეა შვილდაძე ცირა ხუჯაძესთან ერთად
- თუმცა ყველა ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, მათ რას ურჩევდით?
- დიახ, ხშირად ისე ვერ ეწყობა ყველაფერი, როგორც გვინდა. ვიღაცამ ოცნების რეალიზება ვერ შეძლო და ამის გამო დაითრგუნა, ზოგს გატაცება აქვს, მაგრამ არ იცის როგორ უნდა აქციოს ის შემოსავლის წყაროდ. ადამიანური თანაგრძნობა და სოლიდარობა ყველას გვჭირდება, რათა ნაბიჯი გადავდგათ და უიმედობას თავი დავაღწიოთ. დრო შეიცვალა და მასთან ერთად ჩვენც, ქალებიც უნდა შევიცვალოთ. ერთ დროს მეც დამჭირდა პატარა ბიძგი და გამოჩნდნენ კიდეც ისეთი ადამიანები, რომლებიც შემეხიდნენ, ჩემი წამოწყების დაიჯერეს და საკუთარი გზის პოვნაში დამეხმარნენ, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა მათ გადავუხადო. უიმედოდ დარჩენილ ქალებს კი მოვუწოდებ: გამოდით გარეთ! ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა და ისიც, რომ ქალაქის ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო ცვლილება შევიტანოთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ...
ყველა ახალი ამბავი
0