გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი: სემეკის განცხადება

© Pixabay / 5239640სანათი
სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით, ამჟამად ტარიფების არსებითი შეცვლის საფუძველი არ არსებობს, აცხადებს მარეგულირებელი ორგანო.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) განცხადებაში.
სემეკის ინფორმაციით, მასმედიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტარიფების ზრდის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. კომისია ვარაუდობს, რომ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართული პროვოკაციაა.
ნათურები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
„თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ახალ სისტემაზე გადადის
„ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით გაძვირდა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა – დახარჯული ელექტროენერგიიდან გამომდინარე.
ყველა ახალი ამბავი
0