„თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ახალ სისტემაზე გადადის

© Pixabay / Bru-nOნათურები
ნათურები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თბილისის მოსახლეობისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადები იცვლება.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის დეკემბრიდან კომპანია „თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC, სემეკის) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აბონენტის მრიცხველის ჩვენების აღება განხორციელდება თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში და შესაბამისი მონაცემები „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ („თელმიკოს“) გადაეცემა.

„მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სემეკის ინფორმაციით, ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში აბონენტების ნაწილის მრიცხველის წაკითხვა ორჯერ მოხდება და, შესაბამისად, მოსახლეობა ორ ქვითარს მიიღებს. კერძოდ, „თელმიკოს“ ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბერის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით.
მომხმარებელთა ერთი ნაწილი დეკემბრის ბოლოს მიიღებს მეორე ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში ელექტროენერგიის მოხმარება, მეორე ნაწილი კი დეკემბერის მეორე ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში (საახალწლო დღესასწაულებიდან გამომდინარე).
650 ათასი აბონენტის მრიცხველიდან ჩვენების აღების პროცესში ჩართული იქნება ,,თელასის“ 450 თანამშრომელი, რომლებიც სპეციალური პლანშეტების საშუალებით მიმდინარე თვის განმავლობაში აბონენტის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის მონაცემებს აღრიცხავენ.
ელექტროენერგიის მრიცხველი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
„თელმიკომ“ მომხმარებლებს ელექტროენერგიის ზედმეტად დარიცხული საფასური დაუკორექტირა
უწყების ცნობით, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, ასევე პირები, რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, სარგებლობენ სოციალური პაკეტით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, ისარგებლებენ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით.
სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდას პენსიონერები ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეძლებენ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები.
ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
„თელმიკოს“ მიერ დარიცხვები განხორციელებული იქნება „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ (თბილისის არეალი) მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენებების შესაბამისად.
ეს შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, ვისაც ეცვლება მრიცხველის წაკითხვის ვადა.
ცვლილების შედეგად ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით გაძვირდა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა დახარჯული ელექტროენერგიიდან გამომდინარე.
ყველა ახალი ამბავი
0