„თელმიკომ“ მომხმარებლებს ელექტროენერგიის ზედმეტად დარიცხული საფასური დაუკორექტირა

© photo: Sputnikელექტროენერგიის მრიცხველი
ელექტროენერგიის მრიცხველი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
„თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ სემეკში არაერთი საჩივარი შევიდა, რომლებიც უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და ჩანს გადასახადის გადახდისას. შესწორებული მონაცემი ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება.

„გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა ქვითარში მინუსში (–) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხარებლის ანგარიშზე“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2021 წლის 1 ივლისიდან თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას „თელმიკო“ აწვდის. „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) „თელმიკო“ 75 ათასი ლარით, ხოლო „თელასი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანიების დაჯარიმების მიზეზი თბილისში აბონენტებზე ელექტროენერგიის გადასახადის სისტემურად არაზუსტად განხორციელებული დარიცხვები გახდა.
სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
„თელმიკომ“ და „თელასმა“ მომხმარებლებზე ზედმეტად დარიცხული თანხები უნდა დააკორექტირონ
კომისიის გადაწყვეტილებით, „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში აბონენტებზე დარიცხული თანხები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა.
კომპანიებს დაევალათ – აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე.
ყველა ახალი ამბავი
0