სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა მოეხსნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი, რომლებიც ტელეკომპანიის ახლანდელი მფლობელი ქიბარ ხალვაშისგან 60%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვდნენ.
რუსთავი 2–ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
სასამართლომ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო
სასამართლომ მაისში დვალისა და აქიმიძის შუამდგომლობის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის ქონების 60%-ს ყადაღა დაადო. დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ტელეკომპანიას ყადაღა მოეხსნა, რითაც ხალვაშს, სურვილის შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.

„სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი გვქონდა. ჩვენი მთელი პოზიცია აგებული იყო იმაზე, რომ სარჩელს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა და, შესაბამისად, არ დასტურდება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ნამდვილად არ იყო ქიბარ ხალვაში“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

მისი თქმით, მოსამართლე გოჩა დიდავამ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია.
სალიას განცხადებით, სავარაუდოდ, მოსარჩელე მხარე გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწვეტილებას.
ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს დააფუძნეს. 2004 წელს ტელეკომპანიის პაატა კარსანიძისთვის მიყიდვის დროს მათი წილები ჯამში 60%-ს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0