სასამართლომ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო

© Sputnik / Alex Shlamov"რუსთავი 2"–ის შენობა
რუსთავი 2–ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ტელეკომპანიას მორიგი სასამართლო პროცესი ემუქრება – ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის ქონების შესაძლო გაყიდვისთვის ხელის შეშლას აპირებენ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ყოფილი მფლობელების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელის საფუძველზე ტელეარხის უძრავი ქონება დააყადაღა, დაწერა მოსარჩელეთა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე. 

„რუსთავი 2“–ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებას მოითხოვენ

ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელებმა ტელეარხზე დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მარტში მიმართეს.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ რადგან ტელეარხი წამგებიანია, იქ რეორგანიზაცია იგეგმება. თანამშრომლებს ჯერ ხელფასები შეუმცირეს, შემდეგ კი შტატების შემცირებაზეც გაკეთდა განცხადება. გარდა ამისა, მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტელეარხი მედია-ჰოლდინგად გარდაიქმნება, რომელშიც ასევე შევა ინტერნეტ-გამოცემა Prime Time.

„სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2"-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო ტელეკომპანიის 60% წილი“, – დაწერა კოჟორიძემ.

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს დააფუძნეს. 2019 წელს მათ სასამართლოს გზით 60-პროცენტიანი წილის დაბრუნება მოითხოვეს, რომელსაც ისინი ტელეკომპანიის პაატა კარსანიძისთვის მიყიდვის დროს (2004 წელს) ფლობდნენ. მოგვიანებით კარსანიძემ ტელეარხი ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2020
ბრძოლა „რუსთავი 2“-სთვის: სასამართლომ ყოფილი მფლობელების სარჩელი არ განიხილა

ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები ამტკიცებენ, რომ მათ 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები ზეწოლით დაათმობინა. 2003 წლიდან დაწყებული „რუსთავი 2" „ვარდების რევოლუციის" და შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერი იყო. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იგი მთავარი ოპოზიციური არხი გახდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქიმიძემ და დვალმა პროკურატურას მიმართეს, უწყებამ ისინი დაზარალებულად ცნო, თუმცა გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

2004 წლის შემდეგ „რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. 2016 წელს სასამართლოს სარჩელით ქიბარ ხალვაშმა მიმართა. მან ტელეკომპანიის იმდროინდელი მფლობელებისგან 100%-იანი წილის დაბრუნება მოითხოვა და პირობა დადო, რომ საქმის მოგების შემთხვევაში დვალსა და აქიმიძეს 50%-იან წილს დაუთმობდა. მაშინ მათ, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ტელეკომპანიაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ. 

ხალვაშმა ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს. მოგვიანებით ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევა ვერ იპოვა.

შედეგად – 2019 წლის 18 ივლისს „რუსთავი 2" ხალვაშისა და მისივე კომპანია „პანორამას" მფლობელობაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0