სალომე ზურაბიშვილმა ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერად არჩევა მიულოცა

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
ზურაბიშვილმა თავის გზავნილში ასევე ახსენა ანგელა მერკელი და ევროპის გაძლიერებაში მისი როლი აღნიშნა
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი ოთხშაბათს, 8 დეკემბერს გერმანიის ახალ ფედერალურ კანცლერად აირჩიეს.
„გულწრფელად ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ოლაფ შოლცს, რომელმაც გერმანიის კანცლერის მოვალეობების შესრულება დაიწყო. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი კავშირები უფრო განვამტკიცოთ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალი საქართველოს ურყევი გზა გავაძლიეროთ“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ში.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელიც ახსენა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ანგელა მერკელთან მუშაობა იმ წლებში, როდესაც ის კანცლერის მოვალეობებს ასრულებდა, რა დროსაც საქართველოს და გერმანიას შორის კავშირები ექსპონენტურად გაიზარდა. ევროპის გაძლიერებაში მისი როლი კარგად დაგვამახსოვრდება და ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს ქალი ევროპელი ლიდერების მომავალი თაობის შთაგონებას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
მსოფლიო დღეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
ოლაფ შოლცი გერმანიის რიგით მეცხრე კანცლერი გახდება. პოლიტიკოსი დაიბადა 1958 წელს ოსნაბრიუკში (Osnabrück), სწავლობდა იურისპრუდენციას, გაიარა ალტერნატიული სამხედრო სამსახური, დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით.
ყველა ახალი ამბავი
0