https://sputnik-georgia.com/20211208/saakashvili-mkurnalobas-wyvets-da-mnaxvelebis-vizitebis-ganaxlebas-moitxovs-262679314.html
სააკაშვილი მკურნალობას წყვეტს და მნახველების ვიზიტების განახლებას მოითხოვს
სააკაშვილი მკურნალობას წყვეტს და მნახველების ვიზიტების განახლებას მოითხოვს
Sputnik საქართველო
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტის განცხადებები უარყო და ტყუილი უწოდა. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T10:13+0400
2021-12-08T10:13+0400
2021-12-08T14:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280704_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_8072816300695914b80f4ab8e5a4c144.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იმ დრომდე წყვეტს მკურნალობას, ვიდრე არ იქნება აღსრულებული სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე დაკისრებული სანქციები.საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა. პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით, იუსტიციის სამინისტრო კი 500 ლარით დაჯარიმდნენ. უწყებებს დაევალათ სოციალურ ქსელ Facebook-დან და ოფიციალური ვებ-გვერდებიდან წაშალონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები.სააკაშვილის განცხადებით, დისციპლინური ღონისძიების სახით მას ჩამოართვეს ტელევიზორი, მასთან არ უშვებენ მნახველებს იმის გამო, რომ მან ხელი ჰკრა წნევის გასაზომ აპარატს, როდესაც იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის განცხადებები უკვე უარყო.პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს. მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 9 წელს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211207/saxelmwifo-inspeqtorma-iusticiis-saministo-daajarima-262668837.html
https://sputnik-georgia.com/20211205/ratom-irebda-mixeil-saakasvili-fsiqotropul-preparatebs-eqimis-ganmarteba-262609536.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280704_40:0:1179:854_1920x0_80_0_0_cf6a43c8334d4d757bdeddd6299f6bfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილი მკურნალობას წყვეტს და მნახველების ვიზიტების განახლებას მოითხოვს
10:13 08.12.2021 (განახლებულია: 14:13 08.12.2021) სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტის განცხადებები უარყო და ტყუილი უწოდა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იმ დრომდე წყვეტს მკურნალობას, ვიდრე არ იქნება აღსრულებული სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე დაკისრებული სანქციები.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა. პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით, იუსტიციის სამინისტრო კი 500 ლარით დაჯარიმდნენ. უწყებებს დაევალათ სოციალურ ქსელ Facebook-დან და ოფიციალური ვებ-გვერდებიდან წაშალონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები.
„მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს, სანამ არ შესრულდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებები, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!“ – ნათქვამია ექს-პრეზიდენტის საკუთარ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
სააკაშვილის განცხადებით, დისციპლინური ღონისძიების სახით მას ჩამოართვეს ტელევიზორი, მასთან არ უშვებენ მნახველებს იმის გამო, რომ მან ხელი ჰკრა წნევის გასაზომ აპარატს, როდესაც იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის განცხადებები უკვე უარყო.
„გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 9 წელს შეადგენს.