https://sputnik-georgia.com/20211208/qartveli-cogburtelebi-atp-sup-ze-pirvel-matcs-argentinelebtan-itamaseben-262704114.html
ქართველი ჩოგბურთელები АТР Cup-ზე პირველ მატჩს არგენტინელებთან ითამაშებენ
ქართველი ჩოგბურთელები АТР Cup-ზე პირველ მატჩს არგენტინელებთან ითამაშებენ
Sputnik საქართველო
АТР Cup-ის ამჟამინდელ გათამაშებაში იასპარეზებს ოთხ ჯგუფში განთესილი 16 ნაკრები 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T21:58+0400
2021-12-08T21:58+0400
2021-12-08T21:58+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262700463_0:177:3073:1905_1920x0_80_0_0_b65816717946fc4375f82ccf92c98a44.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ავსტრალიაში ATP Cup-ზე ასპარეზობას 1 იანვარს არგენტინის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ტურნირის წილისყრა სიდნეიში დღეს გაიმართა.საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე პოლონეთი იქნება. ეს მატჩი 3 იანვარს გაიმართება. D ჯგუფში დასკვნით შეხვედრას ქართველი ჩოგბურთელები 5 იანვარს საბერძნეთის გუნდთან გამართავენ.ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა: ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР რეიტინგში 29-ე ნომერი), ალექსანდრე მეტრეველი (569), ალექსანდრე ბაკში (850), საბა ფურცელაძე (1202) და ზურა ტყემალაძე (1316).ATP Cup-ის ამჟამინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფში განთესილი 16 ნაკრები იასპარეზებს. ტურნირის ნახევარფინალში თითოეული კვარტეტიდან თითო საუკეთესო გუნდი გავა.საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეორედ ითამაშებს ტურნირზე. 2020 წელს გუნდი ესპანეთთან (0:3) და იაპონიასთან (1:2) დამარცხდა, ურუგვაის კი მოუგო (2:1), რის შედეგადაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.ATP ტურნირის მოქმედი ჩემპიონია რუსეთის ნაკრები.
https://sputnik-georgia.com/20211104/nikoloz-basilasvilma-sezoni-vadaze-adre-daasrula-261802621.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262700463_153:0:2884:2048_1920x0_80_0_0_130f22d345a36b967709bfdd2e19399a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ქართველი ჩოგბურთელები АТР Cup-ზე პირველ მატჩს არგენტინელებთან ითამაშებენ
АТР Cup-ის ამჟამინდელ გათამაშებაში იასპარეზებს ოთხ ჯგუფში განთესილი 16 ნაკრები
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ავსტრალიაში ATP Cup-ზე ასპარეზობას 1 იანვარს არგენტინის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ტურნირის
წილისყრა სიდნეიში დღეს გაიმართა.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე პოლონეთი იქნება. ეს მატჩი 3 იანვარს გაიმართება. D ჯგუფში დასკვნით შეხვედრას ქართველი ჩოგბურთელები 5 იანვარს საბერძნეთის გუნდთან გამართავენ.
ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა: ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР რეიტინგში 29-ე ნომერი), ალექსანდრე მეტრეველი (569), ალექსანდრე ბაკში (850), საბა ფურცელაძე (1202) და ზურა ტყემალაძე (1316).
ATP Cup-ის ამჟამინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფში განთესილი 16 ნაკრები იასპარეზებს. ტურნირის ნახევარფინალში თითოეული კვარტეტიდან თითო საუკეთესო გუნდი გავა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეორედ ითამაშებს ტურნირზე. 2020 წელს გუნდი ესპანეთთან (0:3) და იაპონიასთან (1:2) დამარცხდა, ურუგვაის კი მოუგო (2:1), რის შედეგადაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ATP ტურნირის მოქმედი ჩემპიონია რუსეთის ნაკრები.