https://sputnik-georgia.com/20211104/nikoloz-basilasvilma-sezoni-vadaze-adre-daasrula-261802621.html
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა
Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ბოლოს ქართველმა ჩოგბურთელმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T21:18+0400
2021-11-04T21:18+0400
2021-11-04T22:52+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422529_0:0:3039:1709_1920x0_80_0_0_73cdb1cb45604988e03eaf111b7b2e92.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაგეგმილ ტურნირზე აღარ იასპარეზებს.29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სტოკჰოლმის ტურნირიდან, რომელიც 7-13 ნოემბერს უნდა გაიმართოს, განაცხადი გამოიტანა, მის ნაცვლად კი ძირითად ბადეში ბელარუსი სპორტსმენი ილია ივაშკა ითამაშებს.გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლომდე მხოლოდ „ჩელენჯერები“ და ტურინში შემაჯამებელი ტურნირია დარჩენილი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არ იასპარეზებს, დიდია ალბათობა, რომ ქართველ ჩოგბურთელს 2021 წელს კორტზე ვეღარ ვიხილავთ.ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსზე იასპარეზა, სადაც მასპინძელ ადრიან მანარინოსთან ორ სეტში ანგარიშით 2:6, 4:6 დამარცხდა. მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსის მასტერსის ფინალში ითამაშა და დაძაბული ბრძოლა ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში დათმო (6:3, 4:6, 1:6). აღსანიშნავია, რომ წაგებული ფინალის შემდეგ ნიკოლოზმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.შვედეთის ტურნირიდან მოხსნის მიზეზიც შესაძლოა სწორედ ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა.ATP-ს მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს ამჟამად 2.101 ქულა აქვს და ის 21-ე პოზიციას იკავებს. მთლიანობაში მიმდინარე სეზონი ბასილაშვილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მასტერსის ფინალში გასვლის გარდა, ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება მოიპოვა АТР-250-ის სერიის ორ ტურნირზე – დოჰაში და მიუნხენში. სწორედ ამ შედეგების წყალობით ბასილაშვილმა მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მე-40 პოზიციიდან 21-ზე გადაინაცვლა და 1,5 მლნ დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი 2019 წლის 27 მაისით თარიღდება, როდესაც ის მე-16 პოზიციაზე იმყოფებოდა.
https://sputnik-georgia.com/20211101/nikoloz-basilasvili-parizis-mastersis-pirvelive-wresi-damarcxda-261705647.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422529_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6efe5b8583f2bf8528812b0423c3d5a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა
21:18 04.11.2021 (განახლებულია: 22:52 04.11.2021) ნიკოლოზ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ბოლოს ქართველმა ჩოგბურთელმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის დედაქალაქ
სტოკჰოლმში დაგეგმილ ტურნირზე აღარ იასპარეზებს.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სტოკჰოლმის ტურნირიდან, რომელიც 7-13 ნოემბერს უნდა გაიმართოს, განაცხადი გამოიტანა, მის ნაცვლად კი ძირითად ბადეში ბელარუსი სპორტსმენი ილია ივაშკა ითამაშებს.
გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლომდე მხოლოდ „ჩელენჯერები“ და ტურინში შემაჯამებელი ტურნირია დარჩენილი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არ იასპარეზებს, დიდია ალბათობა, რომ ქართველ ჩოგბურთელს 2021 წელს კორტზე ვეღარ ვიხილავთ.
ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსზე იასპარეზა, სადაც მასპინძელ ადრიან მანარინოსთან ორ სეტში ანგარიშით 2:6, 4:6 დამარცხდა. მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსის მასტერსის ფინალში ითამაშა და დაძაბული ბრძოლა ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში დათმო (6:3, 4:6, 1:6). აღსანიშნავია, რომ წაგებული ფინალის შემდეგ ნიკოლოზმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და შევეცადე მესამე სეტში სუნთქვა აღმედგინა, თუმცა ეს ვერ მოვახერხე. წინა მატჩებში დისკომფორტს ასევე ვგრძნობდი, ამჯერად კი ეს უფრო მკვეთრად გამოხატული იყო. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რაშია საქმე, თუმცა თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობდი”, – განმარტა ბასილაშვილმა.
შვედეთის ტურნირიდან მოხსნის მიზეზიც შესაძლოა სწორედ ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ATP-ს მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს ამჟამად 2.101 ქულა აქვს და ის 21-ე პოზიციას იკავებს. მთლიანობაში მიმდინარე სეზონი ბასილაშვილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მასტერსის ფინალში გასვლის გარდა, ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება მოიპოვა АТР-250-ის სერიის ორ ტურნირზე – დოჰაში და მიუნხენში. სწორედ ამ შედეგების წყალობით ბასილაშვილმა მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მე-40 პოზიციიდან 21-ზე გადაინაცვლა და 1,5 მლნ დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი 2019 წლის 27 მაისით თარიღდება, როდესაც ის მე-16 პოზიციაზე იმყოფებოდა.