https://sputnik-georgia.com/20211101/nikoloz-basilasvili-parizis-mastersis-pirvelive-wresi-damarcxda-261705647.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა
Sputnik საქართველო
პირველივე წრეში ბასილაშვილმა ორ სეტში წააგო კორტების 33 წლის მასპინძელთან, ადრიან მანარინოსთან – 2:6, 4:6. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T23:35+0400
2021-11-01T23:35+0400
2021-11-02T00:33+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260066931_0:0:3171:1785_1920x0_80_0_0_57c4285c050f3b99c8b0177db2d4d5c0.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22-ე ადგილი АТР-ს რეიტინგში) პარიზის მასტერსის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.პირველივე წრეში ბასილაშვილმა ორ სეტში წააგო კორტების 33 წლის მასპინძელთან, ადრიან მანარინოსთან – 2:6, 4:6. მატჩი 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.ბასილაშვილს პირველ სეტში ჩაწოდებაზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. პირველი ჩაწოდების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ბურთების მხოლოდ 40% მოიგო (მანარინომ - 75%), მეორე ჩაწოდების შემდეგ - ორჯერ ნაკლები (მანარინომ - 20%). შედეგად ფრანგმა სრულად ისარგებლა ქართველი სპორტსმენის სისუსტით და პირველ სეტში სამი ბრეიკი გააკეთა.მეორე პარტიის დასაწყისში ბასილაშვილმა გააუმჯობესა ჩაწოდება, მაგრამ ბოლოს ინიციატივა კვლავ დაკარგა. მანარინომ ორი ბრეიკი გააკეთა და ტურნირის მეორე წრეში გასვლა გაიფორმა.მასტერსის პირველ წრეში მონაწილეობით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 14 ათას ევრომდე საპრიზო თანხა გამოიმუშავა.Rolex Paris Masters-ის საერთო საპრიზო ფონდი 3,084 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 336 ათასს მიიღებს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის წარმომადგენელი დანიილ მედვედევი.
https://sputnik-georgia.com/20211018/basilasvilma-indian-velsis-finali-waago-260633556.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260066931_214:0:2945:2048_1920x0_80_0_0_bd410430a17ce737f481c3fa0c6ffc09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა
23:35 01.11.2021 (განახლებულია: 00:33 02.11.2021) პირველივე წრეში ბასილაშვილმა ორ სეტში წააგო კორტების 33 წლის მასპინძელთან, ადრიან მანარინოსთან – 2:6, 4:6.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22-ე ადგილი АТР-ს რეიტინგში) პარიზის მასტერსის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
პირველივე წრეში ბასილაშვილმა
ორ სეტში წააგო კორტების 33 წლის მასპინძელთან, ადრიან მანარინოსთან – 2:6, 4:6. მატჩი 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილს პირველ სეტში ჩაწოდებაზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. პირველი ჩაწოდების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ბურთების მხოლოდ 40% მოიგო (მანარინომ - 75%), მეორე ჩაწოდების შემდეგ - ორჯერ ნაკლები (მანარინომ - 20%). შედეგად ფრანგმა სრულად ისარგებლა ქართველი სპორტსმენის სისუსტით და პირველ სეტში სამი ბრეიკი გააკეთა.
მეორე პარტიის დასაწყისში ბასილაშვილმა გააუმჯობესა ჩაწოდება, მაგრამ ბოლოს ინიციატივა კვლავ დაკარგა. მანარინომ ორი ბრეიკი გააკეთა და ტურნირის მეორე წრეში გასვლა გაიფორმა.
მასტერსის პირველ წრეში მონაწილეობით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 14 ათას ევრომდე საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
Rolex Paris Masters-ის საერთო საპრიზო ფონდი 3,084 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 336 ათასს მიიღებს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის წარმომადგენელი დანიილ მედვედევი.