გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია ბათუმში
საპატრულო პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
დაკარგულ მოზარდს სამართალდამცველები 11 საათის განმავლობაში ეძებდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი გოგონა იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლია. მოზარდი ოჯახში უვნებლად დააბრუნეს. ის თავს კარგად გრძნობს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გორში სკოლის მოსწავლე გაუჩინარდა: მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები
არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
12 წლის მოზარდი გოგონა დღეს დილით გაუჩინარდა. ის ძმამ სკოლასთან მიაცილა, თუმცა არასრულწლოვანი შენობაში არ შესულა. ძებნა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0