გორში სკოლის მოსწავლე გაუჩინარდა: მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
გოგონა დილით სკოლამდე ძმამ მიაცილა, თუმცა არასრულწლოვანი სკოლაში არ შესულა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გორში 12 წლის გოგონას ეძებენ, ის სახლიდან დილით გავიდა და ამ დრომდე არ გამოჩენილა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
არასრულწლოვანი გორის მე-10 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა დილით თავისმა ძმამ სკოლამდე მიაცილა, თუმცა როგორც კამერების ჩანაწერებით დგინდება, ის სკოლაში არ შესულა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა გოგონას უკვე 9 საათია უშედეგოდ ეძებენ.
მოზარდის ოჯახს წევრები ამ დროისთვის გორის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
„ბავშვი ძმამ მანქანიდან რომ ჩამოსვა, მაღაზიისკენ გასულა. იმის მერე აღარ გამოჩენილა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს. გამოკითხეს სასწავლო ნაწილი, დამრიგებელი, მასწავლებლები. კამერებიდან ჩანაწერებიც ამოიღეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ყველა ახალი ამბავი
0