ვნებათაღელვა კონსტიტუციის გარშემო: „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ულტიმატუმი წაუყენა

© Sputnik / STRINGERირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
ოპოზიციამ უნდა გაიწვიოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზადაა განიხილოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, მაგრამ იმ პირობით, რომ ოპოზიციამ ნეგატიური დღის წესრიგი კონსტრუქციულით ჩაანაცვლოს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო. ცვლილებების პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი 5%-ის ნაცვლად (როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს) 2% იქნება. ამასთან, შენარჩუნებულია სრულად პროპორციული არჩევნების პრინციპი.

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებაზე საუბარი ზედმეტია იმ პირობებში, როდესაც რადიკალური დღის წესრიგი არ იცვლება პოლიტიკური პარტიების მხრიდან; თუმცა, თუ ისინი მოახერხებენ დღის წესრიგის შეცვლას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, განახლდება დისკუსია. პირველი მოსმენით არის ეს კანონპროექტი მიღებული. მზად ვართ, რომ მეორე მოსმენითაც განვიხილოთ ეს კანონპროექტი, ოღონდ ამას აქვს ძალიან მკაფიო წინაპირობა, წინაპირობა არის ის, რომ თავიანთი ნეგატიური დღის წესრიგი მათ უნდა ჩაანაცვლონ პოზიტიური და კონსტრუქციული დღის წესრიგით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან განმარტა, რომ ნეგატიურ დღის წესრიგში მათ შორის იგულისხმება მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, ეს მოთხოვნა არის ნეგატიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი და ესეც არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, კობახიძის თქმით, ეს პატარა საჩუქარია ოპოზიციისთვის და მიიღებს თუ არა ოპოზიცია ამ საჩუქარს, ეს „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 5%-იანი ბარიერი სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიის სტანდარტებს.
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე კონსულტაციები დაიწყო
საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში დადგა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რომ გაყალბებული არჩევნების გამო მანდატებზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მოგვიანებით პარტიის დამფუძნებელმა და სულისჩამდგმელმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერებს, შეინარჩუნონ მანდატები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში მის მონახულებას ვერ შეძლებენ.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიების „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტი მაინც დატოვეს.
ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს მანამ, სანამ არ გადაწყდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი.
ყველა ახალი ამბავი
0