ზღვისპირელი მხატვრის საოცარი ნატურმორტები და სამყარო, სადაც „ბოლომდე გახსნილი ხარ“

© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაია
ტარიელ თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თვლის, რომ ყველა დროის დიდი მხატვრებიც კი ვიღაცის გავლენას განიცდიდნენ, მაგრამ „ნამუშევარში მთავარი მაინც ისაა, რაც მხოლოდ შენია“.
ბათუმელი მხატვრის ტარიელ თოლორაიას ნატურმორტები სოციალურ ქსელებში დიდი მოწონებით სარგებლობს. თავის დროზე სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. როდესაც სხვა მხატვრების მსგავსად საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაერთო, კომერციული მიზნით შექმნილი თავისი პირველი ფერწერული ნამუშევრები მშრალ ხიდზე გაიტანა. ისინი იმდენად მოეწონათ ხელოვნების მოყვარულებს, რომ შეკვეთებმაც არ დააყოვნა.
ნიჭიერი მხატვარი შემოქმედებით თავისუფლებაზე ოცნებობს, როცა სასურველ თემებზე ნახატებს მხოლოდ სულიერი მოთხოვნის გათვალისწინებით შექმნის...
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაია
ტარიელ თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაია
- ბატონო ტარიელ, ყველაფერი დაიწყო ზღვისპირა ქალაქში, როცა ხატვის ნიჭი აღმოგაჩნდათ...
- დიახ, ბათუმში დავიბადე და ამ ქალაქის მეორე საშუალო სკოლა დავამთავრე. სკოლის დროს ხუთი წელი დავდიოდი ფორტეპიანოზე, მაგრამ სურვილის გარეშე. შემდეგ ხატვის ნიჭი აღმომაჩნდა, უფრო სწორად, გადახატვა, ანუ კოპირება შემეძლო. სკოლის პერიოდში, ალბათ მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავი, როცა რომელიღაც ჟურნალიდან ძალოსანი გადავხატე, მისი დაჭიმული სახე ახლაც მახსოვს...
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- მოწონება თუ დაიმსახურა იმ ნახატმა და ამის მერე რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- როგორც ჩანს, მშობლებს მოეწონათ ჩემი ნახატი, რადგან მეზობლად თეატრის მსახიობი, ამჟამად რეჟისორი ვაჟა ბიბილეიშვილი ცხოვრობდა და მამამ ჩემზე სთხოვა, რომ თეატრში მივეყვანე. ასე მოვხვდი თეატრის მხატვართან ანტონ ფილიპოვთან. თეატრში, თუ სწორად მახსოვს, მეხუთე სართულზე იყო პატარა ოთახი, სადაც ვხატავდი ხოლმე. თავიდან ფანქარში, შემდეგ – ზეთში, ძირითადად ნატურმორტებს. ალბათ ამიტომ ვხატავ დღემდე ნატურმორტებს.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- ბუნებრივია, სკოლის მერე აკადემიაში რომ გადაწყვიტეთ ჩაბარება...
- დიახ, სკოლის დამთავრებისთანავე აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ჩემმა პირველმა მცდელობამ არ გაამართლა, რადგან მაშინ სათანადოდ ვერ მოვემზადე. თანაც, ფერწერაზე ჩაბარება იმ დროს წარმოუდგენელი იყო, ამიტომ მეორე მცდელობით სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე მოვხვდი, ხის და ლითონის მხატვრულ დამუშავებაზე.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- სადიპლომო ნამუშევარი რაზე გქონდათ?
- ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო სხვადასხვა თემატიკის ხისა და ლითონის ყანწები. სხვათა შორის, ეს იდეა აკადემიის პროფესორმა მომაწოდა. ჩვენში სხვადასხვა სიტუაციისთვის განსხვავებული გაფორმების ყანწები მზადდება. მაგალითად, არის ფუძის ანგელოზის დასალოცი ყანწი, მონადირის ყანწი, როცა ის სანადიროდ გადის და რომლითაც გზას დაულოცავენ. დოღის დროს ამზადებენ ყანწს, რომელზეც ცხენის თავია გამოსახული და ასე შემდეგ.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- პრინციპში, ყველანაირი სიტუაციისთვის შეიძლება თემატური სასმისის მორგება...
- დიახ, ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ ამ იდეის განვითარება ფანტაზიის დონეზე ყველანაირი სიტუაციისთვის შეიძლება. სადიპლომოს დაცვის დროს სულ შვიდი სახის ყანწი დავამზადე და წარვადგინე. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო: ისინი ჯერ გამოვძერწე, მერე ყალიბი ჩამოვასხი და თითოეულ რქას მოვარგე. ესენი იყო კამეჩის, ხარის, ცხვრის, თხის და საიგაკის რქები. მოკლედ, საინტერესო სამუშაო იყო.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- პირველი ფერწერული ნამუშევარი რომელი იყო და სად გაიტანეთ?
- ჩემი პირველი ფერწერული ნამუშევარი მშრალ ხიდზე გავიტანე და, როგორც მხატვრების უმრავლესობის შემთხვევაში ხდება, მეც თბილისის პეიზაჟებით დავიწყე. დღეს მხატვრებს ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარება და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ, ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი იმ ნამუშევრის შემდეგ შეკვეთებიც წამოვიდა. დღეს მშრალ ხიდზე ნახატები აღარ გამაქვს.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- აღარც თბილისის პეიზაჟებს ხატავთ?
- აღარ... სადაც ვემზადებოდი, იქ ნატურმორტის გარდა არაფერს ვხატავდით. რომ იტყვიან, ამ თემას ჩავეჭიდე და ნატურმორტების ხატვა აქტიურად დავიწყე. მახსოვს, ხელოვნების აუქციონზე პირველად გავიტანე ჩემი ნამაუშევარი „მოცხარი“, რომელიც საკმაოდ კარგ ფასში გაიყიდა.
- ალბათ ბუნებრივი იქნებოდა, რომ ზღვისპირა ქალაქში დაბადებული ხელოვანი მხატვარი-მარინისტი გამხდარიყავით, მაგრამ ზღვის პეიზაჟებს არ ხატავთ..
- სამომავლოდ ალბათ თავისთავად მოვა სხვა თემატიკა. რაღაც დონეზე ახლაც არსებობს, მაგრამ საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის. რაც შეეხება ბათუმს, ის ჩემთვის იყო და არის სითბო, წვიმა, ტურისტებით სავსე ქალაქი და, რა თქმა უნდა, ზღვა, რომელსაც, მართალია, არ ვხატავ, მაგრამ ზღვის სტიქია ჩემთვის მაინც ძალიან ახლობელი და მშობლიურია.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- „საოცარია, თქვენი ნახატები კლასიკოსი ჰოლანდიელი მხატვრების ნატურმორტებს მაგონებს“ – ასეთი შეფასება მისცა თქვენს ნახატებს ცნობილმა ხელოვანმა მანანა ძიძიკაშვილმა. თავად რა აზრის ხართ და მსგავსებას თუ ხედავთ?
- ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა პროფესიონალი ქალბატონის ასეთი კომენტარი. მაგრამ რაც უნდა დავხატო, საბოლოოდ მაინც ჩემეული გამოდის. ის დიდი მხატვრებიც ხომ ვიღაცის გავლენის ქვეშ იყვნენ... თუმცა, ნამუშევარში მთავარი მაინც ისაა, რაც მხოლოდ შენია. დღეს რასაც ვხატავ, იმ წამსვე იყიდება. სახლში მხოლოდ თითო-ოროლა ნამუშევარი მაქვს. მახარებს ის ამბავი, რომ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი მხატვრისგან მოდის მოწონება. სხვისი ნამუშევრებით მოწონებას მეც ყოველთვის გამოვხატავ. გამოფენა ჯერ არ მქონია, ეს ალბათ მომავლის საქმეა და ამაზე სპეციალურად არც ვფიქრობ.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- შემოქმედებითი თავისუფლება რომ გქონდეთ, რას დახატავდით?
- შემოქმედებითი თავისუფლების დროს ქალის და მამაკაცის ფიგურებს, ლამაზ სხეულს დავხატავდი, რადგან ეს თემა ძალიან საინტერესოა. რეალიზმის გარდა იმპრესიონიზმიც მიყვარს. საბოლოოდ არ მაქვს გამოკვეთილი მომავალში რას დავხატავ. ხელოვანი ხომ მუდმივ ძიებაშია. საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილიც არ უნდა იყო. ჩემთვის ხელოვნება ცალკე არსებული სამყაროა, სადაც თავისუფლად გრძნობ თავს, სადაც ფიქრობ, ოცნებობ და ბოლომდე გახსნილი ხარ ისე, როგორც სხვაგან ვერასოდეს იქნები...
ყველა ახალი ამბავი
0