https://sputnik-georgia.com/20211207/saqartvelosi-gacnda-axali-partia-konservatiuli-mozraoba-262670192.html
საქართველოში გაჩნდა ახალი პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა"
საქართველოში გაჩნდა ახალი პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა"
Sputnik საქართველო
პარტიების ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთთან აქტიური მოლაპარაკებების დასაწყებად. 07.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-07T18:50+0400
2021-12-07T18:50+0400
2021-12-07T21:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252217628_38:175:1241:852_1920x0_80_0_0_df7e2c922a5b0c8b9bf667b958fa14ac.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახლადშექმნილი „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც პარტია, ამის შესახებ ინფორმაცია ახალი პოლიტიკური სუბიექტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.პარტია შეიქმნა ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე. 20 ნოემბერს თბილისში „კონსერვატიული მოძრაობის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. 300-ზე მეტმა დელეგატმა პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩია, გენერალურ მდივნად კი გიორგი ქარდავა.კონსერვატიული მოძრაობის ახლადარჩეულმა ლიდერებმა რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს.პარტია მაშინვე არ დარეგისტრირებულა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მისი გამოჩენა ყველას არ ეპიტნავა, მას დოკუმენტებთანაც პრობლემები შეექმნა.26 ნოემბერს საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა იმის გამო, რომ რეგისტრაციისთვის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. პარტიამ მოკლე დროში გამოასწორა ყველა სამართლებრივი ხარვეზი და მიიღო რეგისტრაცია.პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ შექმნეს პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებმა, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ და მათ მხარდამჭერებს აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში. აქცია, რომელიც თავდაპირველად ლგბტ თემის წინააღმდეგ იყო მიმართული, მალევე გადაიზარდა მასიურ თავდასხმებში ჟურნალისტებზე და რიგით მოქალაქეებზე. „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე პროკურატურაშიც დაიბარეს, თუმცა მას მხოლოდ გაესაუბრნენ. ამ არეულობის რამდენიმე რიგითი მონაწილე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.5 ივლისს არეულობის დროს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.
https://sputnik-georgia.com/20210722/5----------252392307.html
https://sputnik-georgia.com/20210723/rodis-daakaveben-Jurnalistebze-Tavdasxmebis-organizatorebs-gomelauris-ganmarteba-252395336.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252217628_290:164:1208:852_1920x0_80_0_0_2575fb97f9ec97bd81cd6f19dc32ad0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში გაჩნდა ახალი პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა"
18:50 07.12.2021 (განახლებულია: 21:56 07.12.2021) პარტიების ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთთან აქტიური მოლაპარაკებების დასაწყებად.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახლადშექმნილი „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც პარტია, ამის შესახებ ინფორმაცია ახალი პოლიტიკური სუბიექტის
ვებ-გვერდზე გავრცელდა.
პარტია შეიქმნა ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე. 20 ნოემბერს თბილისში „კონსერვატიული მოძრაობის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. 300-ზე მეტმა დელეგატმა პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩია, გენერალურ მდივნად კი გიორგი ქარდავა.
კონსერვატიული მოძრაობის ახლადარჩეულმა ლიდერებმა რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს.
პარტია მაშინვე არ დარეგისტრირებულა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მისი გამოჩენა ყველას არ ეპიტნავა, მას დოკუმენტებთანაც პრობლემები შეექმნა.
26 ნოემბერს საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა იმის გამო, რომ რეგისტრაციისთვის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. პარტიამ მოკლე დროში გამოასწორა ყველა სამართლებრივი ხარვეზი და მიიღო რეგისტრაცია.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ შექმნეს პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებმა, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ და მათ მხარდამჭერებს აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში. აქცია, რომელიც თავდაპირველად ლგბტ თემის წინააღმდეგ იყო მიმართული, მალევე გადაიზარდა მასიურ თავდასხმებში ჟურნალისტებზე და რიგით მოქალაქეებზე. „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე პროკურატურაშიც დაიბარეს, თუმცა მას მხოლოდ გაესაუბრნენ. ამ არეულობის რამდენიმე რიგითი მონაწილე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
5 ივლისს არეულობის დროს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.