Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„მწვანე პასპორტი“ ძალაში შევიდა: რამდენი ობიექტი დაჯარიმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
კოვიდ-პასპორტის არმქონე პირების მომსახურებისთვის ბიზნეს-ობიექტები დაჯარიმებას ექვემდებარებიან.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევისთვის სანქციების გამოყენება ხუთი ობიექტის შემთხვევაში გახდა საჭირო, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდა, რომლის თანახმად, კოვიდ-პასპორტის ან QR–კოდის წარდგენა აუცილებელი გახდა რიგ ობიექტებში: რესტორნებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კაფეებში (ღია და დახურულ სივრცეებში), ბარებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
ღია კაფე შარდენზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს
შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს როგორც „მწვანე ზონების“ უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგს, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს.

„შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს მონიტორინგს. დაახლოებით 2 ათასამდე კომპანია შევისწავლეთ. პირველი ინსპექტირებები მეტწილად სარეკომენდაციო ხასიათის იყო. ობიექტების უმეტესობას სარეკომენდაციო ხასიათის მითითება მივეცით. თუმცა, სამწუხაროდ, ხუთი ობიექტის შემთხვევაში სანქციის გამოყენება მოგვიწია“, – განაცხადა ფერაძემ.

შრომის ინსპექციამ სხვადასხვა ობიექტებისთვის 41 საერთო და დარგობრივი რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მათი საქმიანობა კოვიდ-პასპორტების მოქმედების პირობებში.
„მწვანე სტატუსის" არმქონე პირების მომსახურებისთვის ბიზნეს-ობიექტები დაჯარიმებას ექვემდებარებიან. კერძოდ, თუ ისეთი ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც „მწვანე ზონას" მიეკუთვნება, დაუშვებენ „მწვანე სტატუსის" არმქონე პირს, პასუხისმგებლობა დაწესებულების ადმინისტრაციას დაეკისრება.
კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ინდივიდუალური მეწარმე კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
ყველა ახალი ამბავი
0