https://sputnik-georgia.com/20211206/shromis-inspeqcia-kvebis-obieqtebs-aprtxilebs-262613604.html
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას. 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T10:00+0400
2021-12-06T10:00+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/72/231267288_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_934ea6e5ca153c491506f80a28f62e88.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რიგი კვების ობიექტების ადმინისტრაცია კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში ობიექტის ტერიტორიაზევე უზრუნველყოფს მომხმარებლის სწრაფ ტესტირებას, რაც დაუშვებელია, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში კოვიდ-პასპორტების სისტემა 1 დეკემბერს ამოქმედდა. სპეციალური QR–კოდის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან კვების ობიექტებში, სასტუმროებში, თეატრებში, მუზეუმებში, ფიტნეს-ცენტრებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.უწყების განმარტებით, კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ ან კოვიდ-გადატანილ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. PCR–ტესტთან ერთად „მწვანე პასპორტი“ 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. კოვიდ–ტესტის ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე ლაბორატორიებს. ვაქცინირებული და კოვიდ-გადატანილი მოქალაქეებისთვის კოვიდ-პასპორტები ამ ეტაპზე უვადოდ გაიცემა. თუმცა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო აღნიშნული პუნქტის გადახედვას გეგმავს.
https://sputnik-georgia.com/20211205/sromis-inspeqcia-ramis-klubebis-funqcionirebastan-dakavsirebit-gancxadebas-avrcelebs-262601586.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/72/231267288_81:0:1414:1000_1920x0_80_0_0_e3548f8130876e2ba906e28d5ce99f53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს
10:00 06.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რიგი კვების ობიექტების ადმინისტრაცია კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში ობიექტის ტერიტორიაზევე უზრუნველყოფს მომხმარებლის სწრაფ ტესტირებას, რაც დაუშვებელია, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
საქართველოში კოვიდ-პასპორტების სისტემა 1 დეკემბერს ამოქმედდა. სპეციალური QR–კოდის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან კვების ობიექტებში, სასტუმროებში, თეატრებში, მუზეუმებში, ფიტნეს-ცენტრებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
„შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს-სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ-ტესტის აღებაზე უფლებამოსილება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ ან კოვიდ-გადატანილ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. PCR–ტესტთან ერთად „მწვანე პასპორტი“ 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. კოვიდ–ტესტის ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე ლაბორატორიებს.
ვაქცინირებული და კოვიდ-გადატანილი მოქალაქეებისთვის კოვიდ-პასპორტები ამ ეტაპზე უვადოდ გაიცემა. თუმცა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო აღნიშნული პუნქტის გადახედვას გეგმავს.