შრომის ინსპექცია ღამის კლუბების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© Georgian Labour Inspectionბექა ფერაძე, შრომის ინსპექციის უფროსი
ბექა ფერაძე, შრომის ინსპექციის უფროსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
საქართველოში ღამის კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია, მაგრამ ინსპექცია ხშირად აჯარიმებს ობიექტებს, რომლებიც ივენთებს მალულად მაინც ატარებენ
თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. საქართველოში ღამის კლუბების უსაფრთხო ფუნქციონირების დაწყების მიზნით შრომის ინსპექციის სამსახური აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ღამის კლუბების ასოციაციასთან (The Cultural and Creative Industries Union of Georgia), ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები დაიწყო 1 დეკემბერს - საქართველოში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ.
ასოციაციის წარმომადგენლებთან განხილულ იქნა საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის საკითხები. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც „მწვანე პასპორტებთან“ ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას.
აღნიშნული ინფორმაცია ინსპექციამ მიაწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს.
დიჯეის მიქშერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
შრომის ინსპექციამ თბილისში ღამის კლუბი დააჯარიმა და დალუქა
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ივენთების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, აღნიშნეს ინსპექციის სამსახურში.
შრომის ინსპექცია აფრთხილებს ბიზნეს-ობიექტებს, რომ რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთული ეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე.
აღსანიშნავია, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს შრომის ინსპექციამ ღამის კლუბ „ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების გამართვის ფაქტი გამოავლინა, რის გამოც ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა და დაილუქა, რადგან შრომის ინსპექციამ აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის გააფრთხილა მასობრივი გასართობი ღონისძიების ჩატარების აკრძალვასთან დაკავშირებით.
კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ინდივიდუალური მეწარმე კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
ყველა ახალი ამბავი
0