https://sputnik-georgia.com/20211207/padi-asli-garibashvils-upirispirdeba-262661603.html
ბიზნესმენი პირობას დებს, რომ რუსთაველზე შიშველი გაივლის, თუ პრემიერის პროგნოზი გამართლდება
ბიზნესმენი პირობას დებს, რომ რუსთაველზე შიშველი გაივლის, თუ პრემიერის პროგნოზი გამართლდება
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5,5 ათასი დოლარი იქნება. 07.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-07T17:17+0400
2021-12-07T17:17+0400
2021-12-07T21:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262655642_0:70:1300:801_1920x0_80_0_0_317112e540dc904ff73c1bdd68b5309a.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) პრეზიდენტი ფადი ასლი პირობას დებს, რომ შიშველი გაივლის რუსთაველის გამზირზე, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის დაპირებას შეასრულებს.ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის ჯამური მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5,5 ათას დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება. „2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა დოლარში იყო ნულოვანი პროცენტი და ახლა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიერი 15%-ით გაზრდის?! თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5.500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე!“ – დაწერა ფადი ასლიმ საკუთარ Facebook-გვერდზე.ლიბანელი ბიზნესმენის პოსტმა სოციალური ქსელების მომხმარებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია.„ძალიან გაახარებთ ქალებს“, – დაწერა ტარიელ სინჯარაძემ.„თუ ასე მოხდება, ყველა შემოგიერთდებათ“, – გაამხნევა ბიზნესმენი თამარ აბულაძემ.„ახლა იმაზე უნდა ვიოცნებოთ, რომ უფრო ღატაკები დავრჩეთ, ის რომ შიშველი არ ვნახოთ?" – დაწერა ლუკა დავლაძემ.2020 წელს 6,8%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც საქართველოს თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში 10,5% შეადგინა. სწორედ ამან შთააგონა პრემიერი, რომ 2022 წლისთვის თამამი პროგნოზი გაეკეთებინა.
https://sputnik-georgia.com/20211207/ekonomikis-zrda-da-saxelmwifo-valis-shemcireba-262645640.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262655642_43:0:1191:861_1920x0_80_0_0_c650148adf7263becc42d438eca279ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ბიზნესმენი პირობას დებს, რომ რუსთაველზე შიშველი გაივლის, თუ პრემიერის პროგნოზი გამართლდება
17:17 07.12.2021 (განახლებულია: 21:23 07.12.2021) ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5,5 ათასი დოლარი იქნება.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) პრეზიდენტი ფადი ასლი პირობას დებს, რომ შიშველი გაივლის რუსთაველის გამზირზე, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის დაპირებას შეასრულებს.
ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის ჯამური მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5,5 ათას დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება.
„2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა დოლარში იყო ნულოვანი პროცენტი და ახლა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიერი 15%-ით გაზრდის?!
თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5.500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე!“ – დაწერა ფადი ასლიმ საკუთარ
Facebook-გვერდზე.
ლიბანელი ბიზნესმენის პოსტმა სოციალური ქსელების მომხმარებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია.
„ძალიან გაახარებთ ქალებს“, – დაწერა
ტარიელ სინჯარაძემ.
„თუ ასე მოხდება, ყველა შემოგიერთდებათ“, – გაამხნევა ბიზნესმენი
თამარ აბულაძემ.
„ახლა იმაზე უნდა ვიოცნებოთ, რომ უფრო ღატაკები დავრჩეთ, ის რომ შიშველი არ ვნახოთ?" – დაწერა
ლუკა დავლაძემ.
2020 წელს 6,8%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც საქართველოს თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში 10,5% შეადგინა. სწორედ ამან შთააგონა პრემიერი, რომ 2022 წლისთვის თამამი პროგნოზი გაეკეთებინა.